https://sputnik-georgia.com/20251101/sanitaruli-wrebi-borjom-xaragaulis-tye-parksi-da-ajametis-arkvetilsi-295624321.html
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და აჯამეთის აღკვეთილში სანიტარული ჭრები მიმდინარეობს
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და აჯამეთის აღკვეთილში სანიტარული ჭრები მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
სანიტარული ჭრების მთავარი მიზანი ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. 01.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-01T15:28+0400
2025-11-01T15:28+0400
2025-11-01T15:28+0400
დაცული ტერიტორიების სააგენტო
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/07/252527353_80:185:1908:1213_1920x0_80_0_0_4b3fc604c52a4598b696229bd4b1b419.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. ტყის გაჯანსაღების მიზნით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და აჯამეთის აღკვეთილში სანიტარული ჭრები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე ეტაპზე აღნიშნულ ტერიტორიებზე სანიტარული ჭრები წინასწარი კვლევების საფუძველზე მიმდინარეობს. სანიტარული ჭრების მთავარი მიზანია ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება. ღონისძიების ფარგელებში მოჭრილი და ტყიდან გატანილია ხმელი, მავნებლებით ან დაავადებებით ძლიერ დაზიანებული და სტიქიის შედეგად მოთხრილ-მოტეხილი ხე-ტყე, საიდანაც მიღებული საშეშე მერქნული რესურსი, სოციალური მიზნით გამოყენებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ზამთრის სეზონისათვის სათბობად. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს ტყის ბუნებრივი რეგენერაციის პროცესს, ამცირებს მავნებლების გავრცელების, დაავადებებისა და ხანძრის გაჩენის რისკებს, რაც ტყის ეკოსისტემების სიჯანსაღისა და მდგრადობის შენარჩუნებისთვისაა აუცილებელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/07/252527353_193:0:1810:1213_1920x0_80_0_0_88c223d7b13d3dc6393ea87b28c36f95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დაცული ტერიტორიების სააგენტო, ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
დაცული ტერიტორიების სააგენტო, ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და აჯამეთის აღკვეთილში სანიტარული ჭრები მიმდინარეობს
სანიტარული ჭრების მთავარი მიზანი ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. ტყის გაჯანსაღების მიზნით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და აჯამეთის აღკვეთილში სანიტარული ჭრები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე ეტაპზე აღნიშნულ ტერიტორიებზე სანიტარული ჭრები წინასწარი კვლევების საფუძველზე მიმდინარეობს.
სანიტარული ჭრების მთავარი მიზანია ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება.
ღონისძიების ფარგელებში მოჭრილი და ტყიდან გატანილია ხმელი, მავნებლებით ან დაავადებებით ძლიერ დაზიანებული და სტიქიის შედეგად მოთხრილ-მოტეხილი ხე-ტყე, საიდანაც მიღებული საშეშე მერქნული რესურსი, სოციალური მიზნით გამოყენებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ზამთრის სეზონისათვის სათბობად.
სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს ტყის ბუნებრივი რეგენერაციის პროცესს, ამცირებს მავნებლების გავრცელების, დაავადებებისა და ხანძრის გაჩენის რისკებს, რაც ტყის ეკოსისტემების სიჯანსაღისა და მდგრადობის შენარჩუნებისთვისაა აუცილებელი.