https://sputnik-georgia.com/20251101/narkodanasaulistvis-ori-piri-daakaves-ert-erti-kubis-moqalaqea-295623469.html
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს: ერთ-ერთი დაკავებული კუბის მოქალაქეა
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს: ერთ-ერთი დაკავებული კუბის მოქალაქეა
Sputnik საქართველო
დანაშაულები 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 01.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-01T13:19+0400
2025-11-01T13:19+0400
2025-11-01T13:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23839/26/238392620_0:51:1000:614_1920x0_80_0_0_2743c25c8badb7627f74a99121fb9454.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 27 და 34 წლის დაკავებულებს საგამოძიებო უწყება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, დამზადებასა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება. ერთ-ერთი ბრალდებული კუბის რესპუბლიკის მოქალაქეა. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული მეთადონი და გამომშრალი მარიხუანა. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე პრიმა, 260-ე კვარტა და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23839/26/238392620_57:0:942:664_1920x0_80_0_0_9b937b16867936b6375fb4ba4369baaf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს: ერთ-ერთი დაკავებული კუბის მოქალაქეა
დანაშაულები 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
27 და 34 წლის დაკავებულებს საგამოძიებო უწყება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, დამზადებასა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება. ერთ-ერთი ბრალდებული კუბის რესპუბლიკის მოქალაქეა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული მეთადონი და გამომშრალი მარიხუანა.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე პრიმა, 260-ე კვარტა და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.