https://sputnik-georgia.com/20251101/irakli-raribasvilis-saxlis-cxrekisas-amorebuli-tanxa-saxelmwifo-biujetsi-moeqceva-295620674.html
ირაკლი ღარიბაშვილის სახლის ჩხრეკისას ამოღებული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში მოექცევა
ირაკლი ღარიბაშვილის სახლის ჩხრეკისას ამოღებული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში მოექცევა
Sputnik საქართველო
ბიუჯეტს აუნაზღაურდება ის დანაკლისი, რომელიც მიიღო კონკრეტული სავარაუდო კორუფციული ფაქტებიდან გამომდინარე, განაცხადა პრემიერმა 01.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-01T11:08+0400
2025-11-01T11:08+0400
2025-11-01T11:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0f/250896200_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_bfdd052a0b8fcc2ee348ac7ff686b33b.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ბოლო დღეებში მაღალი თანამდებობის პირებიდან ამოღებული თანხა სახელმწიფო საჭიროებებისთვის იქნება გამოყენებული, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.18 ოქტომბერს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის და სხვა პირების თბილისსა და რეგიონებში 24 სახლისა და პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს 7,22 მილიონი აშშ დოლარი, ოქროს სამკაულები და ძვირადღირებული ნახატები, იტყობინება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს).საქმის დეტალებიგამოძიების ინფორმაციით, ღარიბაშვილი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს. აღნიშნული გზით, წარმომავლობა ხელოვნურად შეექმნა მის მიერ კერძო ბიზნესში არალეგალურად მონაწილეობის შედეგად მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ნაწილს - 830 ათას ლარს, რაც მოექცა ლეგალურ ბრუნვაში.გარდა აღნიშნულისა, უწყების ინფორმაციით, დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ირაკლი ღარიბაშვილმა 2023-2024 წლებში შეიძინა და მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა 463.630 ლარად ღირებული ორი ავტომანქანა, ასევე ოჯახის წევრის მეშვეობით 210 ათას ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100% წილი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება.პარალელურად, მისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ შპს-ში ინვესტირებულ იქნა ჯამში 3,6 მლნ ლარი.„ამავდროულად, დაუსაბუთებელი თანხის ძირითადი ნაწილი მისი ნამდვილი ბუნებისა და წარმოშობის წყაროს შენიღბვის მიზნით, დააკონვერტირა უცხოურ ვალუტაში, რის შედეგადაც მიღებული 6,5 მლნ აშშ დოლარი აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 2025 წლის 17 ოქტომბერს ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად", - განაცხადა პროკურორმა.ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.ბრალდებულმა სრულად აღიარა დანაშაული და 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0f/250896200_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_db758cb20d2e666fc69d732a31e362c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ირაკლი ღარიბაშვილის სახლის ჩხრეკისას ამოღებული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში მოექცევა
ბიუჯეტს აუნაზღაურდება ის დანაკლისი, რომელიც მიიღო კონკრეტული სავარაუდო კორუფციული ფაქტებიდან გამომდინარე, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ბოლო დღეებში მაღალი თანამდებობის პირებიდან ამოღებული თანხა სახელმწიფო საჭიროებებისთვის იქნება გამოყენებული, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
18 ოქტომბერს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის და სხვა პირების თბილისსა და რეგიონებში 24 სახლისა და პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს 7,22 მილიონი აშშ დოლარი, ოქროს სამკაულები და ძვირადღირებული ნახატები, იტყობინება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს).
„დაახლოებით 20 მლნ ლარის თანხებია ამოღებული, როგორც ვიცი და რა თქმა უნდა, მთლიანად ეს თანხები მიექცევა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, სახელმწიფო ბიუჯეტს აუნაზღაურდება ის დანაკლისი, რომელიც მიიღო კონკრეტული სავარაუდო კორუფციული ფაქტებიდან გამომდინარე“, - განაცხადა კობახიძემ.
გამოძიების ინფორმაციით, ღარიბაშვილი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს. აღნიშნული გზით, წარმომავლობა ხელოვნურად შეექმნა მის მიერ კერძო ბიზნესში არალეგალურად მონაწილეობის შედეგად მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ნაწილს - 830 ათას ლარს, რაც მოექცა ლეგალურ ბრუნვაში.
გარდა აღნიშნულისა, უწყების ინფორმაციით, დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ირაკლი ღარიბაშვილმა 2023-2024 წლებში შეიძინა და მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა 463.630 ლარად ღირებული ორი ავტომანქანა, ასევე ოჯახის წევრის მეშვეობით 210 ათას ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100% წილი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება.
პარალელურად, მისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ შპს-ში ინვესტირებულ იქნა ჯამში 3,6 მლნ ლარი.
„ამავდროულად, დაუსაბუთებელი თანხის ძირითადი ნაწილი მისი ნამდვილი ბუნებისა და წარმოშობის წყაროს შენიღბვის მიზნით, დააკონვერტირა უცხოურ ვალუტაში, რის შედეგადაც მიღებული 6,5 მლნ აშშ დოლარი აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 2025 წლის 17 ოქტომბერს ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად", - განაცხადა პროკურორმა.
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ბრალდებულმა სრულად აღიარა დანაშაული და 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.