https://sputnik-georgia.com/20251031/sportsmenebi-fulad-jildoebs-miireben-295614513.html
სპორტსმენები ფულად ჯილდოებს მიიღებენ
სპორტსმენები ფულად ჯილდოებს მიიღებენ
Sputnik საქართველო
შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა. 31.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-31T13:39+0400
2025-10-31T13:39+0400
2025-10-31T13:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
საქართველოს მთავრობა 
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708420_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_7d3f25bac2297beb8003d367a2ff0a31.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიღწეული წარმატებებისთვის სპორტსმენებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ.შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა. კერძოდ, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრ ვახტანგ ლოლუას 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავებისთვის 85 ათასი ლარი გადაეცემა. გარდა ამისა, სპორტსმენი დამატებითი ფულადი პრიზის სახით 65 ათას ლარს მიიღებს. ასევე 2025 წლის მსოფლიო თამაშებზე ძალისმიერი სამჭიდის შეჯიბრებაში პირველი ადგილის დაკავებისთვის, ძალისმიერ სამჭიდში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრი თემურ სამხარაძე ფულად პრიზს 40 ათას ლარს მიიღებს. პარაძიუდოში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ პირველობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრები, გუნდის მიერ პირველი ადგილის დაკავებისთვის, ფულად პრიზს 102 ათას ლარს და დამატებით ფულადი პრიზს 98 ათას ლარს მიიღებენ. კალათბურთში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გუნდის წარმატებული ასპარეზობისათვის საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრები, მწვრთნელები, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალი ფულადი პრიზს 595 ათას ლარს და დამატებით ფულად პრიზს 2,4 მლნ ლარს მიიღებენ. ასევე ფუტსალში საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გასვლისთვის ფულად პრიზს 500 ათას ლარს მიიღებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   2025
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება
სპორტსმენები ფულად ჯილდოებს მიიღებენ
შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა. 
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიღწეული წარმატებებისთვის სპორტსმენებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ.
შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა. 
კერძოდ, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრ ვახტანგ ლოლუას 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავებისთვის 85 ათასი ლარი გადაეცემა. გარდა ამისა, სპორტსმენი დამატებითი ფულადი პრიზის სახით 65 ათას ლარს მიიღებს. 
ასევე 2025 წლის მსოფლიო თამაშებზე ძალისმიერი სამჭიდის შეჯიბრებაში პირველი ადგილის დაკავებისთვის, ძალისმიერ სამჭიდში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრი თემურ სამხარაძე ფულად პრიზს 40 ათას ლარს მიიღებს. 
პარაძიუდოში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ პირველობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრები, გუნდის მიერ პირველი ადგილის დაკავებისთვის, ფულად პრიზს 102 ათას ლარს და დამატებით ფულადი პრიზს 98 ათას ლარს მიიღებენ. 
კალათბურთში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გუნდის წარმატებული ასპარეზობისათვის საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრები, მწვრთნელები, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალი ფულადი პრიზს 595 ათას ლარს და დამატებით ფულად პრიზს 2,4 მლნ ლარს მიიღებენ. 
ასევე ფუტსალში საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გასვლისთვის ფულად პრიზს 500 ათას ლარს მიიღებს.