საკრებულომ თბილისის მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2025
გამოწერა
მთავრობის ახალ შემადგენლობას საკრებულოს წევრები დღესვე უყრიან კენჭს.
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საკრებულოში კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მთავრობის ახალ შემადგენლობას თანხმობა გამოუცხადეს - მას საკრებულოს წევრები დღესვე უყრიან კენჭს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
საკრებულოს წევრებს თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატმა, გიორგი ტყემალაძემ თბილისის მთავრობის შემადგენლობა წარუდგინა და იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა, რაც თბილისის მერიის სამოქმედო გეგმის ნაწილია.
ტყემალაძემ წარმატებები უსურვა თბილისის ახლად არჩეულ საკრებულოს მომავალ საქმიანობაში და იმედი გამოთქვა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის და საკრებულოს მჭიდრო თანამშრომლობით ქალაქისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდება.
დასამტკიცებლად წარდგენილი კანდიდატურები არიან:
თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი – ვლადიმერ ჭიღლაძე;
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი – პაატა ტოგონიძე;
ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი – ვახტანგ ლომჯარია;
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი – გოგი ჩიქოვანი;
ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი – გიორგი აბუთიძე;
იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი – სერგო ბირკაძე;
კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი – ირაკლი გვილავა;
საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი – გაიოზ თალაკვაძე;
მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი – დავით მალანია;
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი – გელა ჩივიაშვილი;
უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი – ნიკოლოზ ჭონქაძე.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართა. მოსახლეობამ მმართველი პარტია "ქართული ოცნების" კანდიდატი და თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე მესამე ვადით აირჩია - მისი მერობის მესამე ვადამ სტარტი ოფიციალურად 29 ოქტომბერს აიღო. ასევე 29 ოქტომბერს შეუწყდათ თბილისის მთავრობის წევრებს უფლებამოსილება.
ყველა ახალი ამბავი
0