https://sputnik-georgia.com/20251031/-------295616678.html
საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის ახალი მეთოდის დანერგვას აპირებენ
საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის ახალი მეთოდის დანერგვას აპირებენ
Sputnik საქართველო
მნიშვნელოვანია ახალი პრაქტიკის შექმნა, რომელიც ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის ხარისხიან განხორციელებას უზრუნველყოფს, განაცხადა პრემიერმა 31.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-31T18:27+0400
2025-10-31T18:27+0400
2025-10-31T18:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/19/295091576_0:165:2048:1317_1920x0_80_0_0_222f30fffec207a9578e7c13cb3fb9a4.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდის დანერგვას გეგმავს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.ბოლო თვეების განმავლობაში საქართველო ტენდერებთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალების ტალღამ მოიცვა. დაკავებულთა შორის არიან ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე.მისი თქმით, მნიშვნელოვანია ახალი პრაქტიკის შექმნა, რომელიც ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის ხარისხიან განხორციელებას უზრუნველყოფს.„რაც შეეხება ჩემს პასუხისმგებლობას. მე ვიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ვმუშაობთ აბსოლუტურად სუფთად, როდესაც საქმე ეხება მთავრობის საქმიანობას, პრივატიზაციას, შესყიდვებს, ტენდერებს და ა.შ. ყველა ნაბიჯი მთავრობის მხრიდან იდგმება სწორედ ამ სულისკვეთებით, ამაზე ვიღებ პასუხისმგებლობას. 2024 წლის 8 თებერვლიდან, მთავრობის დამტკიცების დღიდან მოყოლებული, ამოიღეთ ნებისმიერი აქტი, ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერი ნაბიჯი, სადმე თუ ნახავთ კორუფციის ნიშნებს, ამაზე მე ვაგებ პასუხს. ეს არის, რაზეც მე შემიძლია ვიყო პასუხისმგებელი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ მომავალშიც გამჭვირვალე რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.მისი თქმით, ამ მიმართულებით შედეგები უკვე მიღწეულია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის კუთხით.მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მთავარი მიზანია, ქვეყანა დაბალი კორუფციის მაჩვენებლით ევროპის სამ საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდეს.საქართველოს მთავრობა კორუფციასთან ბრძოლას მთავარ პრიორიტეტად ასახელებს, თუმცა ბოლო დროს მომხდარი კორუფციული სკანდალები საზოგადოებაში ბევრ კითხვას ბადებს.ეს ეხება მთავრობის უმაღლეს ეშელონებში არსებულ კორუფციას. კორუფციაში ბრალდებულებს შორისაა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც აღიარა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში უკანონოდ იღებდა შემოსავალს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/19/295091576_36:0:2012:1482_1920x0_80_0_0_bb3dadaac768bb4ff06eaa612469d85f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის ახალი მეთოდის დანერგვას აპირებენ
მნიშვნელოვანია ახალი პრაქტიკის შექმნა, რომელიც ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის ხარისხიან განხორციელებას უზრუნველყოფს, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდის დანერგვას გეგმავს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ბოლო თვეების განმავლობაში საქართველო ტენდერებთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალების ტალღამ მოიცვა. დაკავებულთა შორის არიან ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე.
„ყველაფერი იქნება სრულად გამჭვირვალე, შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება სრულად სამართლიანი კონკურენცია. მთლიანად იქნება დაზღვეული შესაბამისი გარიგებები. ეს უზრუნველყოფს ხარჯთეფექტიანობის გაუმჯობესებას და საბოლოო ჯამში, ეს აისახება შესრულებული სამუშაოების ხარისხზეც“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ახალი პრაქტიკის შექმნა, რომელიც ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის ხარისხიან განხორციელებას უზრუნველყოფს.
„რაც შეეხება ჩემს პასუხისმგებლობას. მე ვიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ვმუშაობთ აბსოლუტურად სუფთად, როდესაც საქმე ეხება მთავრობის საქმიანობას, პრივატიზაციას, შესყიდვებს, ტენდერებს და ა.შ. ყველა ნაბიჯი მთავრობის მხრიდან იდგმება სწორედ ამ სულისკვეთებით, ამაზე ვიღებ პასუხისმგებლობას. 2024 წლის 8 თებერვლიდან, მთავრობის დამტკიცების დღიდან მოყოლებული, ამოიღეთ ნებისმიერი აქტი, ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერი ნაბიჯი, სადმე თუ ნახავთ კორუფციის ნიშნებს, ამაზე მე ვაგებ პასუხს. ეს არის, რაზეც მე შემიძლია ვიყო პასუხისმგებელი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ მომავალშიც გამჭვირვალე რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.
მისი თქმით, ამ მიმართულებით შედეგები უკვე მიღწეულია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის კუთხით.
„ყველაფერი გამოდის აუქციონზე, რათა მაქსიმალური სარგებელი ნახოს სახელმწიფომ და ბიუჯეტმა“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მთავარი მიზანია, ქვეყანა დაბალი კორუფციის მაჩვენებლით ევროპის სამ საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდეს.
საქართველოს მთავრობა კორუფციასთან ბრძოლას მთავარ პრიორიტეტად ასახელებს, თუმცა ბოლო დროს მომხდარი კორუფციული სკანდალები საზოგადოებაში ბევრ კითხვას ბადებს.
ეს ეხება მთავრობის უმაღლეს ეშელონებში არსებულ კორუფციას. კორუფციაში ბრალდებულებს შორისაა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც აღიარა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში უკანონოდ იღებდა შემოსავალს.