თბილისში ცეცხლსასროლი იარაღი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიამოღებული იარაღი
ამოღებული იარაღი - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2025
გამოწერა
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 40 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვისაა ნასამართლევი.
პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად პისტოლეტი, რევოლვერი და 28 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0