https://sputnik-georgia.com/20251030/tbilisis-sakrebulos-tavmjdomared-kvlav-zurab-abasize-aircies-295598928.html
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს
Sputnik საქართველო
კანონმდებლობის შესაბამისად, ახლად არჩეული მერები და საკრებულოების წევრები უფლებამოსილების აღსრულებას გუშინ, 29 ოქტომბრიდან შეუდგნენ. 30.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-30T12:16+0400
2025-10-30T12:16+0400
2025-10-30T12:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის საკრებულო
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24877/01/248770187_0:35:1000:598_1920x0_80_0_0_73d952336216445def2c32776a2efa88.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საკრებულოს წევრებმა თავმჯდომარედ, 45 ხმით სამის წინააღმდეგ, ზურაბ აბაშიძე აირჩიეს. თბილისის საკრებულოში მერვე მოწვევის პირველი სხდომა მიმდინარეობს. პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. წინა მეშვიდე მოწვევის საკრებულოსაც ზურაბ აბაშიძე ხელმძღვანელობდა. მან მადლობა გადაუხადა თბილისის მოსახლეობას, ასევე საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ 4 წლის განმავლობაში ყველაფერს გააკეთებს გაცემული დაპირებების შესასრულებლად. საკრებულოს პირველ სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებიან. კერძოდ, „გირჩის" ორი წევრი - გიორგი გვენეტაძე და დავით ფანჯიკიძე, „ძლიერი საქართველო - ლელოს" ორი წევრი - ვახტანგ სურგულაძე და ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი და ასევე „კონსერვატორები საქართველოსთვის" წევრი გიორგი ქარდავა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომები მიმდინარეობს. კანონმდებლობის თანახმად, რეგიონებში სხდომები შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა გახსნეს. დღევანდელ სხდომებზე ირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს, მოადგილეებს, ფრაქციისა და კომისიის თავმჯდომარეებს. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართა. როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად თბილისის საკრებულოში უმრავლესობა მმართველმა პარტიამ მოიპოვა - მას 50-დან 45 დეპუტატი ჰყავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24877/01/248770187_79:0:922:632_1920x0_80_0_0_54bea01bb550b7bc8af446a5acf42f61.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის საკრებულო, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის საკრებულო, თბილისი დღეს
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს
12:16 30.10.2025 (განახლებულია: 12:17 30.10.2025) კანონმდებლობის შესაბამისად, ახლად არჩეული მერები და საკრებულოების წევრები უფლებამოსილების აღსრულებას გუშინ, 29 ოქტომბრიდან შეუდგნენ.
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საკრებულოს წევრებმა თავმჯდომარედ, 45 ხმით სამის წინააღმდეგ, ზურაბ აბაშიძე აირჩიეს.
თბილისის საკრებულოში მერვე მოწვევის პირველი სხდომა მიმდინარეობს. პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა.
წინა მეშვიდე მოწვევის საკრებულოსაც ზურაბ აბაშიძე ხელმძღვანელობდა. მან მადლობა გადაუხადა თბილისის მოსახლეობას, ასევე საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ 4 წლის განმავლობაში ყველაფერს გააკეთებს გაცემული დაპირებების შესასრულებლად.
„იყო დედაქალაქის საკრებულოს წევრი არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ორმაგი პასუხისმგებლობაა, რომ გახდე საკრებულოს თავმჯდომარე. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს ამ ნდობისთვის. მინდა, რომ თქვენთან ერთად მომდევნო 4 წლის განმავლობაში ძალიან ნაყოფიერი, პროდუქტიული სამუშაო განვახორციელოთ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს გაცემული ძალიან ბევრი დაპირება ჩვენი მოქალაქეებისთვის", - განაცხადა აბაშიძემ.
საკრებულოს პირველ სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებიან. კერძოდ, „გირჩის" ორი წევრი - გიორგი გვენეტაძე და დავით ფანჯიკიძე, „ძლიერი საქართველო - ლელოს" ორი წევრი - ვახტანგ სურგულაძე და ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი და ასევე „კონსერვატორები საქართველოსთვის" წევრი გიორგი ქარდავა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომები მიმდინარეობს. კანონმდებლობის თანახმად, რეგიონებში სხდომები შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა გახსნეს. დღევანდელ სხდომებზე ირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს, მოადგილეებს, ფრაქციისა და კომისიის თავმჯდომარეებს.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართა. როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად თბილისის საკრებულოში უმრავლესობა მმართველმა პარტიამ მოიპოვა - მას 50-დან 45 დეპუტატი ჰყავს.