სახალხო დამცველი საპროტესტო აქციაზე დრიფტის ფაქტს გამოეხმაურა

© photo: Sputnik / Stringerსახალხო დამცველის აპარატი
სახალხო დამცველის აპარატი - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2025
გამოწერა
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ დადიანის ქუჩაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც ბავშვებიც იმყოფებოდნენ, შავი მანქანა შევარდა და „დრიფტი" მოაწყო.
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. აუცილებელია, დროულად დადგინდეს იმ ავტომობილის მძღოლის ვინაობა, რომელმაც საფრთხე შეუქმნა დადიანის ქუჩაზე პროტესტის მონაწილეებს და მას პასუხისმგებლობა დაეკისროს, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსენიანმა
სახალხო დამცველი 29 ოქტომბერს, თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლების მიერ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის დროს მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა, რა დროსაც საგზაო მოძრაობის წესების უხეში დარღვევის გამო, მიზანმიმართული, რეალური საფრთხე შეექნა შეკრების მონაწილეებს.
„სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას ბავშვებისთვის უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო. ამასთან, აუცილებელია, დროულად დადგინდეს იმ ავტომობილის მძღოლის ვინაობა, რომელმაც საფრთხე შეუქმნა პროტესტის მონაწილეებს და მას შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველის წარმომადგენელს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია სამართალდამცავ უწყებასთან. ხოლო სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის ბავშვების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას მათი უსაფრთხოების დაცვის საკითხს.
„სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით უკვე სწავლობს ბავშვებისთვის ხარისხიანი და უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობას, რასთან დაკავშირებითაც სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები გამოხატავენ პროტესტს. საკითხის შეფასებისთვის საჭირო ინფორმაცია გამოთხოვილია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროდან. მოცემულ ეტაპზე, წარმოება გრძელდება", – აღნიშნა იოსელიანმა.
გუშის ცოდნე დადიანის ქუჩაზე საპროტესტო აქცია გაიმართა,რომელზეც მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მშობლები სკოლისთვის ფართის გამოყოფას და ახალი სკოლის მშენებლობას ითხოვდნენ. საპროტესტო აქციის დროს მომიტინგეებმა დადიანის გამზირი გადაკეტეს. მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეები იდგნენ, შავი მანქანა შევარდა და "დრიფტი" მოაწყო.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი პოლიციის მაღალჩინოსან ლაშა სალუქვაძესაც დაეჯახა, რომელმაც მისი შეჩერება სცადა. ინცინდენტის შედეგად დაზიანდა ადგილზე მდგარი ერთ-ერთი მშობლის ავტომობილიც. საბლოოდ, მძღოლმა ავტომობილი, რომელსაც მართავდა, მოშორებით დატოვა და მიიმალა. არსებული ინფორმაციით, მანქანა საჯარიმოზეა გადაყვანილი, ხოლო მძღოლი - ფსიქიატრიულში.
თბილისში, დადიანის ქუჩაზე მანქანის მიერ სახიფათო მანევრირების შესრულების საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე და 123-ე მუხლებით დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0