სუს-ის თანამშრომელს სახელმწიფო ბინა ან სახლი, შესაძლოა, საკუთრებაშიც გადასცენ

© photo: Sputnikსუს-ის შენობა
სუს-ის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2025
გამოწერა
ამ დრომდე მოქმედი ნორმა სუს-ის თანამშრომლებისთვის საცხოვრისის მხოლოდ სარგებლობაში გადაცემას ითვალისწინებდა
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს, რომელსაც საცხოვრებლად დროებით გადაცემული აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა ან სახლი, შესაძლოა, ეს ქონება სუს-ის შუამდგომლობის საფუძველზე საკუთრებაში გადაეცეს, იუწყება მედიაპლატფორმა bm.ge
შესაბამისი ცვლილება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის დადგენილებაში მთავრობამ 21 ოქტომბერს დაამტკიცა - დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
„სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით, მოსამსახურეს შესაძლებელია საცხოვრებლად გადაეცეს სამსახურის ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა, სახლი, დამხმარე ნაგებობებითა და მათზე მიმაგრებული მიწის ფართობით. სამსახურის გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, საცხოვრებლად გადაცემული ქონება შესაძლებელია გადაეცეს მოსამსახურეს საკუთრებაში, სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ამ დრომდე მოქმედი ნორმა სუს-ის თანამშრომლებისთვის საცხოვრისის მხოლოდ სარგებლობაში გადაცემას ითვალისწინებდა, შესაბამისად მათ ახლა უძრავი ქონების საკუთრებაში მიღება შეეძლებათ.
ყველა ახალი ამბავი
0