https://sputnik-georgia.com/20251029/ruseti-lietuvis-gancxadebebs-exmaureba-295593890.html
რუსეთი კალინინგრადში ტრანზიტის შესაძლო დაბლოკვის შესახებ ლიეტუვის განცხადებას ეხმაურება
რუსეთი კალინინგრადში ტრანზიტის შესაძლო დაბლოკვის შესახებ ლიეტუვის განცხადებას ეხმაურება
Sputnik საქართველო
მოსკოვი აპირებს ლიეტუვის მხარის ქმედებებს ყურადღებით დააკვირდეს და, თუ ვილნიუსი ტრანზიტთან დაკავშირებით შემზღუდავ გადაწყვეტილებებს მიიღებს, მაშინ ვილნიუსს... 29.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-29T22:00+0400
2025-10-29T22:00+0400
2025-10-29T22:00+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
ბელარუსი
ლიეტუვა
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/05/269215999_0:11:1600:911_1920x0_80_0_0_4201c646ac87f2407a4fb3599bfc320f.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვის ვარაუდით ვილნიუსი კალინინგრადის ოლქში ტრანზიტთან დაკავშირებით პროვოკაციულ ნაბიჯებს არ გადადგამს, იუწყება РИА Новости.ლიეტუვის მედიამ ადრე გაავრცელა ინფორმაცია ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას წინადადების შესახებ, რომელიც კალინინგრადში ტრანზიტის შეზღუდვის მიზნით ბელარუსთან საზღვრის ხანგრძლივი ვადით დაკეტვას ითვალისწინებდა.გუშინ, რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრიშმა განაცხადა, რომ „ეროვნული უსაფრთხოების მიზეზების გამო“ლიეტუვა მზადაა კალინინგრადში ტრანზიტის დაბლოკოს.ზახაროვას თქმით, თუ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება სიმართლეს შეესაბამება, მაშინ აუცილებელია ვილნიუსს შევახსენოთ მისი ვალდებულებები კალინინგრადში და აღნიშნული ოლქიდან შეუფერხებელი ტრანზიტის უზრუნველყოფის შესახებ, მათ შორის ის ვალდებულებები, რომლებიც გამომდინარეობს რუსეთ-ევროკავშირის 2002 და 2004 წლების ერთობლივი განცხადებებიდან.ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ლიეტუვის მხარე ასეთ პროვოკაციულ ნაბიჯს არ გადადგამს.ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ვილნიუსის უსაფუძვლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ სიტუაციას, დასძინა ზახაროვამ.26 ოქტომბერს ლიეტუვამ დახურა ბელარუსთან სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. ამის მიზეზი ბელარუსის მხრიდან ლიეტუვის საჰაერო სივრცეში კონტრაბანდული სიგარეტებით დატვირთული მეტეოროლოგიური საჰაერო ბურთების შესვლა გახდა. აღნიშნულის გამო დროებით დახურეს ვილნიუსის აეროპორტიც. ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგა რუგინიენემ მოგვიანებით განაცხადა, რომ საზღვრის შესახებ დამატებითი გადაწყვეტილებას ოთხშაბათს მიიღებენ.
ბელარუსი
ლიეტუვა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/05/269215999_229:0:1600:1028_1920x0_80_0_0_7e32d8b02b826c2dc0f35defcdfb3113.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, ბელარუსი , ლიეტუვა , პოლიტიკა, ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, ბელარუსი , ლიეტუვა , პოლიტიკა, ახალი ამბები
რუსეთი კალინინგრადში ტრანზიტის შესაძლო დაბლოკვის შესახებ ლიეტუვის განცხადებას ეხმაურება
მოსკოვი აპირებს ლიეტუვის მხარის ქმედებებს ყურადღებით დააკვირდეს და, თუ ვილნიუსი ტრანზიტთან დაკავშირებით შემზღუდავ გადაწყვეტილებებს მიიღებს, მაშინ ვილნიუსს საერთაშორისო ვალდებულებებს შეახსენებს.
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვის ვარაუდით ვილნიუსი კალინინგრადის ოლქში ტრანზიტთან დაკავშირებით პროვოკაციულ ნაბიჯებს არ გადადგამს, იუწყება
РИА Новости.
ლიეტუვის მედიამ ადრე გაავრცელა ინფორმაცია ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას წინადადების შესახებ, რომელიც კალინინგრადში ტრანზიტის შეზღუდვის მიზნით ბელარუსთან საზღვრის ხანგრძლივი ვადით დაკეტვას ითვალისწინებდა.
გუშინ, რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრიშმა განაცხადა, რომ „ეროვნული უსაფრთხოების მიზეზების გამო“ლიეტუვა მზადაა კალინინგრადში ტრანზიტის დაბლოკოს.
ზახაროვას თქმით, თუ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება სიმართლეს შეესაბამება, მაშინ აუცილებელია ვილნიუსს შევახსენოთ მისი ვალდებულებები კალინინგრადში და აღნიშნული ოლქიდან შეუფერხებელი ტრანზიტის უზრუნველყოფის შესახებ, მათ შორის ის ვალდებულებები, რომლებიც გამომდინარეობს რუსეთ-ევროკავშირის 2002 და 2004 წლების ერთობლივი განცხადებებიდან.
„მეორეც, არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ რუსეთის ფედერაცია ნებისმიერ ვითარებაში და ნებისმიერ პირობებში დააკმაყოფილებს თავისი უკიდურესი დასავლეთი რეგიონის საჭიროებებს“, - ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კომენტარში.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ლიეტუვის მხარე ასეთ პროვოკაციულ ნაბიჯს არ გადადგამს.
ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ვილნიუსის უსაფუძვლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ სიტუაციას, დასძინა ზახაროვამ.
26 ოქტომბერს ლიეტუვამ დახურა ბელარუსთან სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. ამის მიზეზი ბელარუსის მხრიდან ლიეტუვის საჰაერო სივრცეში კონტრაბანდული სიგარეტებით დატვირთული მეტეოროლოგიური საჰაერო ბურთების შესვლა გახდა. აღნიშნულის გამო დროებით დახურეს ვილნიუსის აეროპორტიც.
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგა რუგინიენემ მოგვიანებით განაცხადა, რომ საზღვრის შესახებ დამატებითი გადაწყვეტილებას ოთხშაბათს მიიღებენ.