https://sputnik-georgia.com/20251029/qvemo-qartlshi-saxelmwipo-rwmunebulad-ilia-jalagania-dainishna-295586589.html
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დაინიშნა
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დაინიშნა
Sputnik საქართველო
ჯალაღანია დღემდე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას ასრულებდა. 29.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-29T14:47+0400
2025-10-29T14:47+0400
2025-10-29T15:15+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/1d/295587321_0:69:2049:1221_1920x0_80_0_0_d553ace135f6d65d74529b3ea51d00f5.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ქვემო ქართლის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მამუკა მდინარაძის მოადგილე გახდა. მთავრობის მეთაურმა ილია ჯალაღანიას წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა სახელმწიფო რწმუნებულის როლს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ეფექტიანად განხორციელების პროცესში. როგორც კობახიძემ აღნიშნა, პროექტების ხარისხიანად და განსაზღვრულ ვადებში შესრულებასთან ერთად, პრიორიტეტულია მოსახლეობის საჭიროებებსა და არსებულ გამოწვევებზე დროული რეაგირება, რასაც სახელმწიფო რწმუნებულმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს. ილია ჯალაღანია პროფესიით იურისტია. აქვს სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის სამართალდამცავ სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. წლების განმავლობაში ილია ჯალაღანია მუშაობდა სხვადასხვა რეგიონის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე, ასევე აქვს იურიდიული და საგამოძიებო საქმიანობის გამოცდილება. ილია ჯალაღანია 22 სექტემბრიდან დღემდე ქვემო ქართლში (ბოლნისში, გარდაბანში, დმანისში, თეთრიწყაროში, მარნეულში, წალკასა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში) სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას ასრულებდა. გუშინ, 28 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებად ავთანდილ ჭრიკიშვილი და სოსო ალიბეგაშვილი დაინიშნნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/1d/295587321_164:0:1883:1289_1920x0_80_0_0_35a5aa17f246c24c6e62c6f0909bed3d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დაინიშნა
14:47 29.10.2025 (განახლებულია: 15:15 29.10.2025) ჯალაღანია დღემდე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას ასრულებდა.
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ქვემო ქართლის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მამუკა მდინარაძის მოადგილე გახდა.
მთავრობის მეთაურმა ილია ჯალაღანიას წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა სახელმწიფო რწმუნებულის როლს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ეფექტიანად განხორციელების პროცესში.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, პროექტების ხარისხიანად და განსაზღვრულ ვადებში შესრულებასთან ერთად, პრიორიტეტულია მოსახლეობის საჭიროებებსა და არსებულ გამოწვევებზე დროული რეაგირება, რასაც სახელმწიფო რწმუნებულმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს.
ილია ჯალაღანია პროფესიით იურისტია. აქვს სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის სამართალდამცავ სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. წლების განმავლობაში ილია ჯალაღანია მუშაობდა სხვადასხვა რეგიონის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე, ასევე აქვს იურიდიული და საგამოძიებო საქმიანობის გამოცდილება.
ილია ჯალაღანია 22 სექტემბრიდან დღემდე ქვემო ქართლში (ბოლნისში, გარდაბანში, დმანისში, თეთრიწყაროში, მარნეულში, წალკასა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში) სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას ასრულებდა.
გუშინ, 28 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებად ავთანდილ ჭრიკიშვილი და სოსო ალიბეგაშვილი დაინიშნნენ.