მცხეთა-მთიანეთში პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2025
გამოწერა
დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ქალი და მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
25-და 26 წლის ბრალდებულებს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
სამართალდამცველებმა დაკავებულთა პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები - წებოვანი ლენტები და ელექტროსასწორები.
ასევე ამოღებულია მობილური ტელეფონი და საფრენი აპარატი დრონი, რომლის მეშვეობითაც აღნიშნული პირები ნარკოტიკული საშუალებების განთავსებისთვის ადგილმდებარეობას წინასწარ სწავლობდნენ.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0