მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად ოთხი შენობა ჩამოინგრა

© Getty Images / Anadoluმიწისძვრა თურქეთში
მიწისძვრა თურქეთში - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2025
გამოწერა
მიწისძვრის შედეგად ქალაქ სინდირგიში 3 სახლი და მაღაზია ჩამოინგრა
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. გუშინ, 27 ოქტომბერს, თურქეთის დასავლეთით 48 საათის განმავლობაში მეორე მიწისძვრა მოხდა, განაცხადეს კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში (AFAD).
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის მაგნიტუდამ, რომლის ეპიცენტრიც ბალიქესირის პროვინცია იყო, 6,1 შეადგინა - კერა 5,9 კმ სიღრმეზე მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა რიგ პროვინციებში, მათ შორის სტამბულში.
მიწისძვრის შედეგად ქალაქ სინდირგიში 3 სახლი და მაღაზია ჩამოინგრა - შემთხვევას, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია.
თურქეთის ხელისუფლებამ, მათ შორის სტამბულის, იზმირისა და მანისას პროვინციების ოფიციალურმა პირებმა, სადაც ბიძგები იგრძნობოდა, განაცხადეს, რომ მიმდინარეობს ზარალის შეფასება.
მანამდე, მიწისძვრა შავ ზღვაში, სტამბულის აეროპორტის მახლობლად, კვირას დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0