https://sputnik-georgia.com/20251028/levan-xabeishvili-patimrobashi-rcheba-295567066.html
ლევან ხაბეიშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ლევან ხაბეიშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
Sputnik საქართველო
გამოძიების ვერსიით, ხაბეიშვილი ჰპირდებოდა გდდ-ს თანამშრომლებს, თუ ისინი საპროტესტო აქციებზე არ შეასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, ამისათვის 200 ათასს... 28.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-28T18:49+0400
2025-10-28T18:49+0400
2025-10-28T18:49+0400
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/1e/274372475_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_dd0c63fbcfa695878ed76ef8e59d4273.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაში დატოვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს დააკავეს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავების მიზეზი სოციალურ ქსელებსა და ტელეეთერებში მისი საჯარო მოწოდებები გახდა - საუბარია რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობის შესახებ განცხადებებზე, ასევე ოფიციალური ინფორმაციის მიწოდებისა და ხელმძღვანელობის ბრძანებების შესრულებაზე უარის თქმის სანაცვლოდ ძალოვანებისთვის 200 ათასი დოლარის შეთავაზებაზე. ხაბეიშვილის საქმეზე საგამოძიებო ვადა 9 დეკემბრამდე გახანგრძლივდა, რის გამოც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და მოსამართლე ნინო შამათავას გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა. სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ლევან ხაბეიშვილმა. მისი თქმით, ბრალდებას არ ეთანხმება და „გაუგებარი რამეა, პოლიტიკოსი პოლიტიკური განცხადების გამო იყოს ტუსაღობაში“. ნაცმოძრაობის ლიდერის შემდეგი პროცესი 9 დეკემბერს ჩაინიშნა. ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სსკ-ის ორი მუხლით მიმდინარეობს - 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის (ფულის გადაცემის) დაპირებას და 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საჯაროდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. პოლიტიკოსს შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 13 სექტემბერს შეეფარდა. გამოძიების ვერსიით, 2025 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში – სატელევიზიო ეთერებსა და სოციალურ ქსელებში სისტემატურად ავრცელებდა მოწოდებებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ჰპირდებოდა 200 ათასი აშშ დოლარის ქრთამის სახით გადაცემას იმ შემთხვევაში, თუ ისინი უარს იტყოდნენ წვრთნასა და ვარჯიშზე, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე და საჭიროების შემთხვევაში არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს. ამავდროულად, ლევან ხაბეიშვილი დასახელებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ქრთამის სახით გადახდას ასევე საჯაროდ ჰპირდებოდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მიაწვდიდნენ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და საიდუმლო მასალებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/1e/274372475_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_3f3619bde82191a7dc6a7e06eb2b5898.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ლევან ხაბეიშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
გამოძიების ვერსიით, ხაბეიშვილი ჰპირდებოდა გდდ-ს თანამშრომლებს, თუ ისინი საპროტესტო აქციებზე არ შეასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, ამისათვის 200 ათასს დოლარს მიიღებდნენ
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაში დატოვა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს დააკავეს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავების მიზეზი სოციალურ ქსელებსა და ტელეეთერებში მისი საჯარო მოწოდებები გახდა - საუბარია რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობის შესახებ განცხადებებზე, ასევე ოფიციალური ინფორმაციის მიწოდებისა და ხელმძღვანელობის ბრძანებების შესრულებაზე უარის თქმის სანაცვლოდ ძალოვანებისთვის 200 ათასი დოლარის შეთავაზებაზე.
ხაბეიშვილის საქმეზე საგამოძიებო ვადა 9 დეკემბრამდე გახანგრძლივდა, რის გამოც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და მოსამართლე ნინო შამათავას გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა.
სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ლევან ხაბეიშვილმა. მისი თქმით, ბრალდებას არ ეთანხმება და „გაუგებარი რამეა, პოლიტიკოსი პოლიტიკური განცხადების გამო იყოს ტუსაღობაში“.
ნაცმოძრაობის ლიდერის შემდეგი პროცესი 9 დეკემბერს ჩაინიშნა.
ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სსკ-ის ორი მუხლით მიმდინარეობს - 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის (ფულის გადაცემის) დაპირებას და 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საჯაროდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. პოლიტიკოსს შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 13 სექტემბერს შეეფარდა.
გამოძიების ვერსიით, 2025 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში – სატელევიზიო ეთერებსა და სოციალურ ქსელებში სისტემატურად ავრცელებდა მოწოდებებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ჰპირდებოდა 200 ათასი აშშ დოლარის ქრთამის სახით გადაცემას იმ შემთხვევაში, თუ ისინი უარს იტყოდნენ წვრთნასა და ვარჯიშზე, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე და საჭიროების შემთხვევაში არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს.
ამავდროულად, ლევან ხაბეიშვილი დასახელებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ქრთამის სახით გადახდას ასევე საჯაროდ ჰპირდებოდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მიაწვდიდნენ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და საიდუმლო მასალებს.