გელა გელაძე უნგრელ კოლეგას შეხვდა: რა განიხილეს მხარეებმა

© Ministry of Internal Affairs of Georgiaშს მინისტრი გელა გელაძე უგრელ კოლეგა შანდორ პინტერთან შეხვედრაზე
შს მინისტრი გელა გელაძე უგრელ კოლეგა შანდორ პინტერთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2025
გამოწერა
ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა გამოხატეს.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოსა და უნგრეთს შორის საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავებას, კერძოდ, მიგრაციის, ნარკოდანაშაულთან ბრძოლისა და პოლიციის აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით, უახლოეს პერიოდში შეიქმნება, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, შესაბამისი შეთანხმება მიღწეული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გელა გელაძესა და მის უნგრელ კოლეგა შანდორ პინტერს შორის ბუდაპეშტში გამართული შეხვედრის დროს.
© Ministry of Internal Affairs of Georgiaშს მინისტრი გელა გელაძე უგრელ კოლეგა შანდორ პინტერთან შეხვედრაზე
Министр внутренних дел Грузии Гела (Гека) Геладзе на встрече со своим венгерским коллегой Шандором Пинтером в Будапеште - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2025
შს მინისტრი გელა გელაძე უგრელ კოლეგა შანდორ პინტერთან შეხვედრაზე
ორმხრივ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მხარეთა შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით მიმდინარე და სამომავლო ღონისძიებებზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობასაც.
© Ministry of Internal Affairs of Georgiaშს მინისტრი გელა გელაძე უგრელ კოლეგა შანდორ პინტერთან შეხვედრაზე
Министр внутренних дел Грузии Гела (Гека) Геладзе на встрече со своим венгерским коллегой Шандором Пинтером в Будапеште - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2025
შს მინისტრი გელა გელაძე უგრელ კოლეგა შანდორ პინტერთან შეხვედრაზე
ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ მზაობა.
შეხვედრის დასასრულს, გელაძემ მადლობა გადაუხადა შანდორ პინტერს თბილი მიღებისთვის და იგი საქართველოში საპასუხო ვიზიტით მოიწვია.
© Ministry of Internal Affairs of Georgiaშს მინისტრი გელა გელაძე უგრელ კოლეგა შანდორ პინტერთან შეხვედრაზე
Министр внутренних дел Грузии Гела (Гека) Геладзе на встрече со своим венгерским коллегой Шандором Пинтером в Будапеште - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2025
შს მინისტრი გელა გელაძე უგრელ კოლეგა შანდორ პინტერთან შეხვედრაზე
საქართველო და უნგრეთი
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
უკვე 2013 წელს შეიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი კომისია, 2022 წელს კი ხელი მოეწერა დეკლარაციას სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.
პარტნიორობის ფარგლებში უნგრეთის მთავრობამ პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია საქართველოს, მათ შორის ევროკავშირის საბჭოში, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინისა და რუსეთის მიმართ.
პრემიერ-მინისტრი ორბანი საჯაროდ ეწვია თბილისს 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რათა კიდევ ერთხელ ეთქვა ევროკავშირის სხვა ქვეყნებისა და "ქართული ოცნების" ოპონენტებისთვის, რომ ბუდაპეშტი სრულად აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ დაუშვებს, რომ ბრიუსელმა არამეგობრული ნაბიჯები გადადგას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0