https://sputnik-georgia.com/20251027/tbilisshi-devnilebistvis-sacxovrebeli-korpusi-shendeba-295551921.html
თბილისში დევნილი ოჯახებისთვის 11 ახალი კორპუსი შენდება
თბილისში დევნილი ოჯახებისთვის 11 ახალი კორპუსი შენდება
Sputnik საქართველო
საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დასრულება 2026 წლის გაზაფხულზე იგეგმება. 27.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-27T15:39+0400
2025-10-27T15:39+0400
2025-10-27T15:39+0400
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
თბილისი დღეს
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287115190_0:63:960:603_1920x0_80_0_0_48b8fc3aa23b19a17c11165ab287d895.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახებისთვის თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი შენდება, იუწყება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო. დევნილთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა სამგორის რაიონში 2023 წლის მაისში დაიწყო. პროექტის მიხედვით, შენდება 11 საცხოვრებელი კორპუსი, სადაც ბინებით 2,4 ათასი ოჯახი დაკმაყოფილდება. პროექტის ბიუჯეტი 243,6 მლნ ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2026 წელს იგეგმება.უწყების ცნობით, ამ ეტაპზე 4 კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები სრულდება, სადაც გარემონტებული ბინები ე.წ კომპაქტური განსახლების ობიექტებში ფაქტობრივად მცხოვრებ 900-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცემა. „აღნიშნული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, კანონმდებლობის შესაბამისად განიხილა. მომდევნო ეტაპზე, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი განიხილება, რომლებსაც თბილისში ბინის მიღების მოთხოვნით, განაცხადი აქვთ შევსებული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში, სადაც დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები შენდება.პროექტის ფარგლებში 7 ათასზე მეტ ოჯახს ახალი ბინები გადაეცემა, ხოლო 6 ათასი ოჯახი პროგრამა „სოფლად სახლის“ ფარგლებში განსახლდება. ჯამში ახალი საცხოვრებლით იძულებით გადაადგილებული 13 ათასი ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული. პროექტის ბიუჯეტი 900 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ამ მიმართულებით რამდენიმე პროგრამა მოქმედებს.სახელმწიფო დევნილი ოჯახებისთვის ყიდულობს ბინებს; აშენებს რეგიონებში მრავალსართულიანი სახლების კვარტლებს; მათ აძლევს თანხას სოფელში სახლის შესაძენად; საკუთრებაში გადასცემს მუნიციპალიტეტის იმ ფართს, სადაც ისინი ამ დროისთვის ცხოვრობენ; იხდის საცხოვრებლის ქირას.ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287115190_0:80:960:800_1920x0_80_0_0_b7c9211158598e0298b7251eb8180980.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, თბილისი დღეს, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, თბილისი დღეს, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისში დევნილი ოჯახებისთვის 11 ახალი კორპუსი შენდება
საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დასრულება 2026 წლის გაზაფხულზე იგეგმება.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახებისთვის თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი შენდება, იუწყება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.
დევნილთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა სამგორის რაიონში 2023 წლის მაისში დაიწყო. პროექტის მიხედვით, შენდება 11 საცხოვრებელი კორპუსი, სადაც ბინებით 2,4 ათასი ოჯახი დაკმაყოფილდება. პროექტის ბიუჯეტი 243,6 მლნ ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2026 წელს იგეგმება.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე 4 კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები სრულდება, სადაც გარემონტებული ბინები ე.წ კომპაქტური განსახლების ობიექტებში ფაქტობრივად მცხოვრებ 900-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცემა.
„აღნიშნული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, კანონმდებლობის შესაბამისად განიხილა. მომდევნო ეტაპზე, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი განიხილება, რომლებსაც თბილისში ბინის მიღების მოთხოვნით, განაცხადი აქვთ შევსებული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში, სადაც დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები შენდება.
პროექტის ფარგლებში 7 ათასზე მეტ ოჯახს ახალი ბინები გადაეცემა, ხოლო 6 ათასი ოჯახი პროგრამა „სოფლად სახლის“ ფარგლებში განსახლდება. ჯამში ახალი საცხოვრებლით იძულებით გადაადგილებული 13 ათასი ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული. პროექტის ბიუჯეტი 900 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ამ მიმართულებით რამდენიმე პროგრამა მოქმედებს.
სახელმწიფო დევნილი ოჯახებისთვის ყიდულობს ბინებს; აშენებს რეგიონებში მრავალსართულიანი სახლების კვარტლებს; მათ აძლევს თანხას სოფელში სახლის შესაძენად; საკუთრებაში გადასცემს მუნიციპალიტეტის იმ ფართს, სადაც ისინი ამ დროისთვის ცხოვრობენ; იხდის საცხოვრებლის ქირას.
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია.