https://sputnik-georgia.com/20251027/narkodanashaulistvis-ert-piri-daakaves-295552639.html
ბულგარეთიდან ნარკოტიკები ცეცხლმაქრით შემოჰქონდა: დაკავებულია ერთი პირი
ბულგარეთიდან ნარკოტიკები ცეცხლმაქრით შემოჰქონდა: დაკავებულია ერთი პირი
Sputnik საქართველო
დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 27.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-27T17:39+0400
2025-10-27T17:39+0400
2025-10-27T17:39+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_1f7329e7b8d9bfd40549f012c3e7f449.jpg
თბილისი, 27ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.უწყების ცნობით, პოლიციამ ბათუმის პორტის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - 1 კგ „კოკაინი“, 2 ათას აბზე მეტი ,,მდმა", 2 კგ ,,მდმას" კრისტალები, 2 კგ-მდე „კლეფერდრონი“, 1 კგ „კეტამინი“ და ნარკოტიკული საშუალება ,,ლსდ"-ს (ელ ეს დე) შემცველი მუყაოს ფირფიტები.გამოძიებით დადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილი, სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტის“ ტერიტორიაზე ბულგარეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა. განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერებები სამართალდამცველებმა სპეციალური სკანერის საშუალებით, სატვირთოს მისაბმელის შემოწმების შედეგად, ცეცხლმაქრში აღმოაჩინეს.განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, გამოძიება სსკ-ის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს.სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურად გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ ნარკოდანაშაულში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ბოლო 4 თვის განმავლობაში გამოვლენილ და აღკვეთილი იქნა ტრანსნაციონალური ნარკოდანაშაულის რამდენიმე ფაქტი. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით დაკავებულია რამდენიმე პირი და ამოღებულია 750 კგ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_226:0:2451:1669_1920x0_80_0_0_5c73595020d1f8927d1c673e0ccee89d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
ბულგარეთიდან ნარკოტიკები ცეცხლმაქრით შემოჰქონდა: დაკავებულია ერთი პირი
დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 27ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, პოლიციამ ბათუმის პორტის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - 1 კგ „კოკაინი“, 2 ათას აბზე მეტი ,,მდმა", 2 კგ ,,მდმას" კრისტალები, 2 კგ-მდე „კლეფერდრონი“, 1 კგ „კეტამინი“ და ნარკოტიკული საშუალება ,,ლსდ"-ს (ელ ეს დე) შემცველი მუყაოს ფირფიტები.
გამოძიებით დადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილი, სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტის“ ტერიტორიაზე ბულგარეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა. განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერებები სამართალდამცველებმა სპეციალური სკანერის საშუალებით, სატვირთოს მისაბმელის შემოწმების შედეგად, ცეცხლმაქრში აღმოაჩინეს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, გამოძიება სსკ-ის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს.
სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურად გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ ნარკოდანაშაულში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ბოლო 4 თვის განმავლობაში გამოვლენილ და აღკვეთილი იქნა ტრანსნაციონალური ნარკოდანაშაულის რამდენიმე ფაქტი. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით დაკავებულია რამდენიმე პირი და ამოღებულია 750 კგ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.