პოლიციამ „მარიხუანას" რეალიზაციის ფაქტზე 16 წლის ახალგაზრდა დააკავა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2025
გამოწერა
დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-რეალიზაციის ბრალდებით ფონიჭალაში 16 წლის ახალგაზრდა დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით დგინდება, რომ არასრულწლოვანი ნარკოტიკულ საშუალება „მარიხუანას" მოქალაქეებზე სხვადასხვა მეთოდით ყიდდა:, - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის და 260-ე ტერცია მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0