https://sputnik-georgia.com/20251026/policiam-mcxetashi-narkotikebis-dasamzadebeli-kustaruli-laboratoria-agmoachina-295545204.html
პოლიციამ მცხეთაში ნარკოტიკების დასამზადებელი კუსტარული ლაბორატორია აღმოაჩინა
პოლიციამ მცხეთაში ნარკოტიკების დასამზადებელი კუსტარული ლაბორატორია აღმოაჩინა
Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. 26.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-26T18:13+0400
2025-10-26T18:13+0400
2025-10-26T18:13+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკების დასამზადებელი კუსტარული ლაბორატორია აღმოაჩინეს - დაკავებულია ორი პირი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყების ცნობით, ლაბორატორიიდან ამოღებულია იქვე დამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - „ალფა-პვპ", „მეფედრონი" და „კლეფედრონი”, როგორც კრისტალის, ისე სითხის სახით.გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულები საცხოვრებელ სახლში მოწყობილ ე.წ. ლაბორატორიაში, სხვადასხვა ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორებისგან, შესაბამისი ინვენტარის გამოყენებით, ამზადებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდით ახდენდნენ. პოლიციამ 35 გრამამდე „ალფა-პვპ", ნახევარ კილოგრამამდე „კლეფედრონი“ და 4 ლიტრამდე „მეფედრონის" სითხე ბრალდებულების პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღო. სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ასევე ამოიღეს ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორი, წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები და სხვადასხვა ზომის მინის ქილები. გამოძიება სსკ-ის 266-ე და 260 -ე მუხლით მიმდინარეობას. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
პოლიციამ მცხეთაში ნარკოტიკების დასამზადებელი კუსტარული ლაბორატორია აღმოაჩინა
სამართალდამცველებმა კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკების დასამზადებელი კუსტარული ლაბორატორია აღმოაჩინეს - დაკავებულია ორი პირი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ლაბორატორიიდან ამოღებულია იქვე დამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - „ალფა-პვპ", „მეფედრონი" და „კლეფედრონი”, როგორც კრისტალის, ისე სითხის სახით.
„კლეფედრონი” წარმოადგენს განსაკუთრებით საშიშ ნარკოტიკულ ნივთიერებას, რომლის მოხმარებაც ხშირ შემთხვევაში ლეტალურ შედეგს იწვევს”, - აღნიშულია ინფორმაციაში.
გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულები საცხოვრებელ სახლში მოწყობილ ე.წ. ლაბორატორიაში, სხვადასხვა ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორებისგან, შესაბამისი ინვენტარის გამოყენებით, ამზადებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდით ახდენდნენ.
პოლიციამ 35 გრამამდე „ალფა-პვპ", ნახევარ კილოგრამამდე „კლეფედრონი“ და 4 ლიტრამდე „მეფედრონის" სითხე ბრალდებულების პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღო.
სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ასევე ამოიღეს ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორი, წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები და სხვადასხვა ზომის მინის ქილები.
გამოძიება სსკ-ის 266-ე და 260 -ე მუხლით მიმდინარეობას. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.