ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას წყვილი ჩინეთის გრან-პრის გამარჯვებულია

© Courtesy of Ministry of Culture Sport and Youthანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა
ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2025
გამოწერა
ქართულმა წყვილმა ორი პროგრამის ჯამში 208,25 ქულა დააგროვეს და ტურნირი გამარჯვებით დაასრულეს.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ჩინეთში გამართულ ფიგურული სრიალის გრან-პრის სერიის მეორე ეტაპზე ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა წარმატებით იასპარეზა და ტურნირის ჩემპიონობა მოიპოვა, იუწყება სპორტის სამინისტრო.
საქართველოს წარმომადგენლებმა მოკლე პროგრამაში 77,77 ქულა, თავისუფალ პროგრამაში კი 139,47 ქულა მიიღო და პირველობა არავის დაუთმო. ორი პროგრამის ჯამში მათ 208,25 ქულა დააგროვეს და ტურნირი გამარჯვებით დაასრულეს.
ქართული სპორტული წყვილი წელს ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. 2025 წელს მათ ჩემპიონობა იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე და საქართველოში გამართულ ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზეც „თრიალეთის თასი“ მოიპოვეს.
ქართველი ფიგურული მოციგურავეები ჩინეთში სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0