https://sputnik-georgia.com/20251026/28-wlis-maswavleblis-mkvlelobis-saqmeze-kidev-erti-piri-daakaves-295546246.html
28 წლის მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
28 წლის მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 26.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-26T20:13+0400
2025-10-26T20:13+0400
2025-10-26T20:13+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ თემქის დასახლებაში ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, 18 წლის ახალგაზრდა დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.აღნიშნულ პირს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.გამოძიების თანახმად, დაკავებული შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მან დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა და საქმეზე უკვე დაკავებულ პირთან, 17 წლის ახალგაზრდასთან ერთად მიიმალა.სამართალდამცველებმა 17 წლის ახალგაზრდა 25 ოქტომბერს დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებული თბილისში, თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გიგა ავალიანს ფიზიკურად გაუსწორდა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა. დაშავებული კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც სამედიცინო დახმარება უტარდებოდა, თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.როგორც მოკლული მასწავლებლის დედამ მედიას განუცხადა, მისი შვილის ცემაში არა ერთი, არამედ რამდენიმე არასრულწლოვანი მონაწილეობდა. მისი თქმით, ანგარიშსწორებაში მონაწილეობდა 16 წლის გოგოც, რომელმაც შეყვარებული თავის მასწავლებელზე აეჭვიანა. ცნობილია, რომ მოზარდები ავალიანთან მათემატიკის საგანში ემზადებოდნენ. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, თბილისი დღეს, ახალი ამბები
28 წლის მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ თემქის დასახლებაში ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, 18 წლის ახალგაზრდა დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
აღნიშნულ პირს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.
გამოძიების თანახმად, დაკავებული შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მან დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა და საქმეზე უკვე დაკავებულ პირთან, 17 წლის ახალგაზრდასთან ერთად მიიმალა.
სამართალდამცველებმა 17 წლის ახალგაზრდა 25 ოქტომბერს დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებული თბილისში, თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გიგა ავალიანს ფიზიკურად გაუსწორდა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა. დაშავებული კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც სამედიცინო დახმარება უტარდებოდა, თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.
როგორც მოკლული მასწავლებლის დედამ მედიას განუცხადა, მისი შვილის ცემაში არა ერთი, არამედ რამდენიმე არასრულწლოვანი მონაწილეობდა. მისი თქმით, ანგარიშსწორებაში მონაწილეობდა 16 წლის გოგოც, რომელმაც შეყვარებული თავის მასწავლებელზე აეჭვიანა. ცნობილია, რომ მოზარდები ავალიანთან მათემატიკის საგანში ემზადებოდნენ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.