https://sputnik-georgia.com/20251025/ukve-sami-kvira-gavida-papuasvili-briuselis-sercxvenas-ganagrzobs-295533038.html
უკვე სამი კვირა გავიდა: პაპუაშვილი ბრიუსელის შერცხვენას განაგრძობს
უკვე სამი კვირა გავიდა: პაპუაშვილი ბრიუსელის შერცხვენას განაგრძობს
Sputnik საქართველო
ძალადობის არდაგმობა ძალადობის მხარდაჭერას უტოლდება, აცხადებს პაპუაშვილი 25.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-25T17:48+0400
2025-10-25T17:48+0400
2025-10-25T17:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საპროტესტო აქციები თბილისში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523716_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_59bcd45a4c96061dfb3486b2b99ac0e4.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ითვლის, რამდენ ხანს გრძელდება ევროკავშირის დუმილი თბილისში პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შტურმთან დაკავშირებით.საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირს ქვეყანაში რევოლუციური პროცესების მხარდაჭერაში ადანაშაულებს და მოუწოდებს მას, დაგმოს ოპოზიციის ქმედებები 4 ოქტომბრის აქციის დროს, როდესაც მომიტინგეები პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ძალით შეჭრას ცდილობდნენ.ეს პაპუაშვილის უკვე მეორე მსგავსი პოსტია სოციალურ ქსელში. პირველი პოსტი 4 ოქტომბრის მოვლენებიდან მე-13 დღეს აიტვირთა.4 ოქტომბრის საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" გამოაცხადეს.სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. შეტაკებისას 25-მდე პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.პოლიციამ აქციის 60-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის, ხუთი ორგანიზატორი დააკავა: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.გამოძიება სსკ-ის ოთხი - 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებას, მასობრივი არეულობის ორგანიზებას, სხვისი საკუთრების დაზიანებასა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდებას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523716_108:0:2839:2048_1920x0_80_0_0_f283566a3c05d923bc3c13945a64ace1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საპროტესტო აქციები თბილისში
უკვე სამი კვირა გავიდა: პაპუაშვილი ბრიუსელის შერცხვენას განაგრძობს
ძალადობის არდაგმობა ძალადობის მხარდაჭერას უტოლდება, აცხადებს პაპუაშვილი
თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ითვლის, რამდენ ხანს გრძელდება ევროკავშირის დუმილი თბილისში პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შტურმთან დაკავშირებით.
საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირს ქვეყანაში რევოლუციური პროცესების მხარდაჭერაში ადანაშაულებს და მოუწოდებს მას, დაგმოს ოპოზიციის ქმედებები 4 ოქტომბრის აქციის დროს, როდესაც მომიტინგეები პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ძალით შეჭრას ცდილობდნენ.
„3 კვირაა ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს არ გმობს. ძალადობის არდაგმობა ძალადობის მხარდაჭერაა. სირცხვილია”, - წერს შალვა პაპუაშვილი.
ეს პაპუაშვილის უკვე მეორე მსგავსი პოსტია სოციალურ ქსელში. პირველი პოსტი 4 ოქტომბრის მოვლენებიდან მე-13 დღეს აიტვირთა.
4 ოქტომბრის საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" გამოაცხადეს.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. შეტაკებისას 25-მდე პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
პოლიციამ აქციის 60-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის, ხუთი ორგანიზატორი დააკავა: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.
გამოძიება სსკ-ის ოთხი - 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებას, მასობრივი არეულობის ორგანიზებას, სხვისი საკუთრების დაზიანებასა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდებას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.