თბილისში ახალგაზრდა მასწავლებელი მოკლეს: ეჭვმიტანილი არასრულწლოვანია

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის განყოფილება თბილისში
პოლიციის განყოფილება თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2025
გამოწერა
ახალგაზრდა მასწავლებელს მძიმე დაზიანებები მიაყენეს, ის რამდენიმე დღე კომაში იყო. ექიმებმა გიგა ავალიანის გადარჩენა ვერ შეძლეს და ის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა
თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2008 წელს დაბადებული ა.გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1997 წელს დაბადებულ გიგა ავალიანს ფიზიკურად გაუსწორდა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც სამედიცინო დახმარება უტარდებოდა, თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გიგა ავალიანი მასწავლებელი იყო. მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ თავდასხმაში რამდენიმე არასრულწლოვანი მონაწილეობდ, მათ შორის ერთი გოგონა. მასწავლებელი რამდენიმე დღის განმავლობაში კომაში იყო და ექიმები მის გადარჩენას გუშინდელ დღემდე ცდილობდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0