https://sputnik-georgia.com/20251025/saqartvelos-moqalaqeebis-deportacia-evrokavshiris-qveknebidan-295533597.html
საქართველოს რამდენი მოქალაქის დეპორტაცია მოხდა ევროკავშირიდან 2025 წლის დასაწყისიდან
საქართველოს რამდენი მოქალაქის დეპორტაცია მოხდა ევროკავშირიდან 2025 წლის დასაწყისიდან
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები 25.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-25T19:47+0400
2025-10-25T19:47+0400
2025-10-25T19:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/15/290443752_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_b970c653ceb34e605b2625957ee0ec00.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. მიმდინარე წლის 9 თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 2685 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა, აქედან 11 პირის მიღებაზე საქართველომ რეადმისიის შესახებ შეთანხმების ფარგლებში უარი განაცხადა, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე სტატისტიკურ მონაცემებში.დეპორტირებულთაგან 1560 მამაკაცია, 417 ქალი და 708 არასრულწლოვანია.ყველაზე მეტი მოქალაქის დეპორტაცია (1448 ადამიანი) განხორციელდა გერმანიიდან. ამავე პერიოდში საფრანგეთიდან დეპორტირებულია საქართველოს 452 მოქალაქე. მესამე ადგილზეა ირლანდია – 243 ადამიანი, შემდეგ მოდის შვეიცარია (102) და საბერძნეთი (96).შსს-ს ცნობით, საქართველოს ხელისუფლებამ 11 დეპორტირებულს რეადმისიის შეთანხმების საფუძველზე სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცა. მათი დეპორტაცია გერმანიიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან და საფრანგეთიდან იგეგმებოდაევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ქვეყნის მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში ხორციელდება.საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები, რადგან მათი დარღვევა უვიზო რეჟიმს საფრთხეს უქმნის.ქვეყანამ გაატარა რიგი ზომები იმისთვის, რათა არ დაუშვას სხვა ქვეყნებში არალეგალური მიგრაცია. კერძოდ, გაამკაცრა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა წინააღმდეგ, მაგალითად, რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თავად კონკრეტულ პირს ეკისრება.ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/15/290443752_305:0:3036:2048_1920x0_80_0_0_61d13ee05be1dfe7ce749ca1affd4f23.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება
საქართველოს რამდენი მოქალაქის დეპორტაცია მოხდა ევროკავშირიდან 2025 წლის დასაწყისიდან
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. მიმდინარე წლის 9 თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 2685 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა, აქედან 11 პირის მიღებაზე საქართველომ რეადმისიის შესახებ შეთანხმების ფარგლებში უარი განაცხადა, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე სტატისტიკურ მონაცემებში.
დეპორტირებულთაგან 1560 მამაკაცია, 417 ქალი და 708 არასრულწლოვანია.
ყველაზე მეტი მოქალაქის დეპორტაცია (1448 ადამიანი) განხორციელდა გერმანიიდან. ამავე პერიოდში საფრანგეთიდან დეპორტირებულია საქართველოს 452 მოქალაქე. მესამე ადგილზეა ირლანდია – 243 ადამიანი, შემდეგ მოდის შვეიცარია (102) და საბერძნეთი (96).
შსს-ს ცნობით, საქართველოს ხელისუფლებამ 11 დეპორტირებულს რეადმისიის შეთანხმების საფუძველზე სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცა. მათი დეპორტაცია გერმანიიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან და საფრანგეთიდან იგეგმებოდა
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ქვეყნის მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში ხორციელდება.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები, რადგან მათი დარღვევა უვიზო რეჟიმს საფრთხეს უქმნის.
ქვეყანამ გაატარა რიგი ზომები იმისთვის, რათა არ დაუშვას სხვა ქვეყნებში არალეგალური მიგრაცია. კერძოდ, გაამკაცრა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა წინააღმდეგ, მაგალითად, რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თავად კონკრეტულ პირს ეკისრება.
ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.