https://sputnik-georgia.com/20251025/qartuli-enis-semswavleli-onlain-platforma-295529760.html
ისწავლე ქართული ენა: დიასპორისთვის ახალი ონლაინ-პლატფორმა ამოქმედდა
ისწავლე ქართული ენა: დიასპორისთვის ახალი ონლაინ-პლატფორმა ამოქმედდა
Sputnik საქართველო
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების მიმართულება, 2017 წლიდან ხორციელდება. 25.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-25T09:37+0400
2025-10-25T09:37+0400
2025-10-25T09:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ქართული დიასპორა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663188_0:317:2992:2000_1920x0_80_0_0_2264b8c406135f0facbc96486e6598fc.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ახალი პლატფორმის „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც დიასპორისთვის ქართული ენის სწავლების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.ელექტრონული პლატფორმა, რომლის მიზანს დიასპორის საქართველოსთან დაახლოების ხელშეწყობა წარმოადგენს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შექმნა. ამ ეტაპზე, დარეგისტრირებულია 73 ქვეყნის 2400-მდე მოსწავლე და 41 მასწავლებელი.გაკვეთილებს ატარებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გადამზადებული სერტიფიცირებული მასწავლებლები. დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების მიმართულება, 2017 წლიდან ხორციელდება.პრეზენტაციაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა, მან პროექტის შემუშავებაში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის კუთხით ახალი პლატფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663188_207:0:2874:2000_1920x0_80_0_0_16b12c0c111c9cb6c9f8668d323559f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , ქართული დიასპორა
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , ქართული დიასპორა
ისწავლე ქართული ენა: დიასპორისთვის ახალი ონლაინ-პლატფორმა ამოქმედდა
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების მიმართულება, 2017 წლიდან ხორციელდება.
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ახალი პლატფორმის „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც დიასპორისთვის ქართული ენის სწავლების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
ელექტრონული პლატფორმა, რომლის მიზანს დიასპორის საქართველოსთან დაახლოების ხელშეწყობა წარმოადგენს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შექმნა. ამ ეტაპზე, დარეგისტრირებულია 73 ქვეყნის 2400-მდე მოსწავლე და 41 მასწავლებელი.
„პლატფორმაზე განთავსებულია მოსწავლის, მასწავლებლისა და საგანმანათლებლო რესურსების სექციები. პორტალი უზრუნველყოფს მსურველთა რეგისტრაციას პლატფორმაზე განთავსებული საგანმანათლებლო რესურსებით სარგებლობის, მასწავლებელთა მეთოდური მხარდაჭერის და დაინტერესებულ პირთა ინფორმირების მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.
გაკვეთილებს ატარებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გადამზადებული სერტიფიცირებული მასწავლებლები. დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების მიმართულება, 2017 წლიდან ხორციელდება.
პრეზენტაციაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა, მან პროექტის შემუშავებაში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის კუთხით ახალი პლატფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.