გერმანიაში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ მასშტაბური კამპანია მიმდინარეობს

© photo: courtesy of Company for the development of top spa resorts Georgiaსაქართველოს ზამთრის კურორტები
საქართველოს ზამთრის კურორტები
 - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2025
გამოწერა
კამპანიის მიზანია ზამთრის ტურისტული სეზონის წინ საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ქვეყნის ზამთრის კურორტების შესახებ ინფორმაციის გავრცელება
თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. გერმანიაში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ მასშტაბური კამპანია მიმდინარეობს, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
უწყების ინფორმაციით, გერმანიიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება.
კამპანიის ფარგლებში, გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ტელევიზიების: ZDF-ის, VOX-ის, n-tv-სა და Sky-ის ეთერით საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ვიდეორგოლის ჩვენება მიმდინარეობს. ტელეკომპანიების აუდიტორია 66 მილიონს აჭარბებს.
ვიდეორგოლების პარალელურად გერმანიის დიდ ქალაქებში, მთავარ მოედნებსა და ცენტრალურ გამზირებზე საქართველოს ზამთრის კურორტებისა და ქვეყნის ტურისტული პროდუქტების შესახებ სარეკლამო ბანერებია განთავსებული.
კამპანიის მიზანია, ზამთრის ტურისტული სეზონის წინ საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ქვეყნის ზამთრის კურორტების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, რაც ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას გერმანიიდან საქართველოში, აღნიშნავენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
ყველა ახალი ამბავი
0