ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნარკოტიკი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2025
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში 35 წლის პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწების ცნობით, დაკავებული წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვისაა ნასამართლევი. მას საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება.
პოლიციამ ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო 97 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ. ასევე ამოღებულია 5 ლოკაციაზე განთავსებული დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერებები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0