https://sputnik-georgia.com/20251025/andria-liluasvils-patimroba-seefarda-295539361.html
ანდრია ლილუაშვილს პატიმრიბა შეეფარდა
ანდრია ლილუაშვილს პატიმრიბა შეეფარდა
Sputnik საქართველო
ანდრია ლილუაშვილი ბრალდებას არ აღიარებს. 25.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-25T18:04+0400
2025-10-25T18:04+0400
2025-10-25T18:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218250_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_a493b3542e04184bd210ccefdb4e059d.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულ უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის (სუსი) ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებულ პირს, ანდრია ლილუაშვილს პატიმრობა შეუფარდა.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნანა შამათავამ მიიღო.17 ოქტომბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი გენპროკურორის ოთარ ფარცხალაძის და კიდევ რვა პირის, მათ შორის ანდრია ლილუაშვილის, საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. სამართალდამცველებმა ამოიღეს 7,22 მლნ დოლარი, ოქროს სამკაულები, სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და ძვირადღირებული ნახატები.ანდრია ლილუაშვილი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.დღევანდელი პროცესი, სადაც გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილის, ანდრია ლილუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ, მედიისთვის დახურულად ჩატარდა. პროკურატურა დაკავებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, თუმცა, სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაო შესთავაზეს.აღსანიშნავია, რომ ანდრია ლილუაშვილი ბრალდებას არ აღიარებს.გამოძიება გრძელდებაიმ პირების მიმართ, ვისთანაც შესაძლოა დანაშაულებრივ კავშირში იყო ანდრია ლილუაშვილი, როგორც ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით, ისე საქართველოს სსკ-ის 339 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ზეგავლენით ვაჭრობას. ასევე ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების გამოვლენის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარების მიზნით.22 ოქტომბერს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, რკინიგზის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი კობა ხუნდაძეც დააკავეს. ის დამნაშავედ თავს არ თვლის და დანაშაულს არ აღიარებს, შესაბამისად არც გამოძიებასთან თანამშრომლობს.პროკურატურის ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშილის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დამატებით ჩატარდა 11 ობიექტის ჩხრეკა, რა დროსაც კობა ხუნდაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა ამოიღეს - ჯამში 1,3 მლნ დოლარი. ხოლო ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი - მიხეილ ჩოხელისა და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებული იქნა 2,9 მლნ დოლარი.17 ოქტომბრის ჩხრეკის დეტალები17 ოქტომბერს ჩხრეკა ასევე ჩატარდა ღარიბაშვილთან, ლილუაშვილთან და ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირების: მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია (სანდრო) ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების სახლებში.ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 მლნ დოლარისა და 136 ათასი ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 მობილური ტელეფონი და 119 კომპიუტერი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218250_129:0:1266:853_1920x0_80_0_0_98eabf8c9b0373d36e98e7a7f335e276.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
ანდრია ლილუაშვილს პატიმრიბა შეეფარდა
ანდრია ლილუაშვილი ბრალდებას არ აღიარებს.
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულ უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის (სუსი) ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებულ პირს, ანდრია ლილუაშვილს პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნანა შამათავამ მიიღო.
17 ოქტომბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი გენპროკურორის ოთარ ფარცხალაძის და კიდევ რვა პირის, მათ შორის ანდრია ლილუაშვილის, საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. სამართალდამცველებმა ამოიღეს 7,22 მლნ დოლარი, ოქროს სამკაულები, სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და ძვირადღირებული ნახატები.
ანდრია ლილუაშვილი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დღევანდელი პროცესი, სადაც გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილის, ანდრია ლილუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ, მედიისთვის დახურულად ჩატარდა. პროკურატურა დაკავებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, თუმცა, სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაო შესთავაზეს.
აღსანიშნავია, რომ ანდრია ლილუაშვილი ბრალდებას არ აღიარებს.
გამოძიება გრძელდებაიმ პირების მიმართ, ვისთანაც შესაძლოა დანაშაულებრივ კავშირში იყო ანდრია ლილუაშვილი, როგორც ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით, ისე საქართველოს სსკ-ის 339 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ზეგავლენით ვაჭრობას. ასევე ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების გამოვლენის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარების მიზნით.
22 ოქტომბერს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, რკინიგზის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი კობა ხუნდაძეც დააკავეს. ის დამნაშავედ თავს არ თვლის და დანაშაულს არ აღიარებს, შესაბამისად არც გამოძიებასთან თანამშრომლობს.
პროკურატურის ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშილის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დამატებით ჩატარდა 11 ობიექტის ჩხრეკა, რა დროსაც კობა ხუნდაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა ამოიღეს - ჯამში 1,3 მლნ დოლარი. ხოლო ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი - მიხეილ ჩოხელისა და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებული იქნა 2,9 მლნ დოლარი.
17 ოქტომბრის ჩხრეკის დეტალები
17 ოქტომბერს ჩხრეკა ასევე ჩატარდა ღარიბაშვილთან, ლილუაშვილთან და ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირების: მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია (სანდრო) ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების სახლებში.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 მლნ დოლარისა და 136 ათასი ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 მობილური ტელეფონი და 119 კომპიუტერი.