https://sputnik-georgia.com/20251024/swavla-rusetis-umarlesebsi-295511443.html
ოლისოვი: საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უფასოდ სწავლა შეუძლიათ
ოლისოვი: საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უფასოდ სწავლა შეუძლიათ
Sputnik საქართველო
როგორ მივიღოთ განათლება რუსეთში უფასოდ? რა უპირატესობა აქვს მეზობელ ქვეყანაში სწავლას? შესაძლებელია თუ არა ონლაინ სწავლა? რა უნდა გააკეთო, თუ რუსული არ იცი? 24.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-24T10:00+0400
2025-10-24T10:00+0400
2025-10-24T10:00+0400
საზოგადოება
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/17/295504890_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_fdb5a398dbfe85c90fbdb3986671c892.jpg
ყველაზე აქტუალურ კითხვებს „Sputnik საქართველოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული, რუსეთის ინტერესების განყოფილების ხელმძღვანელმა დმიტრი ოლისოვმა უპასუხა.— 15 სექტემბრიდან 2026/2027 სასწავლო წელს რუსეთში უფასო განათლების შერჩევაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები რუსეთის მთავრობის კვოტის ფარგლებშია გაიხსნა. რუსეთის ინტერესების განყოფილებამ საქართველოს მოქალაქეებს შორის შესარჩევი ღონისძიებები დაიწყო. როგორ ფიქრობთ, რუსული განათლება შეიძლება იყოს მიმზიდველი ქართველი აპლიკანტებისთვის? რას უნდა ელოდონ ისინი რუსეთში?— რუსეთი ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში ადგილობრივ უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობით. მათი ინტერესი რუსული განათლების მიმართ ბუნებრივია. ჩვენს ქვეყანას აქვს მდიდარი მემკვიდრეობა მეცნიერების მრავალ დარგში, მათ შორის, დღეს ყველაზე მოთხოვნადებში. ეს არის მედიცინა, კომპიუტერული ტექნოლოგია, საინჟინრო და სამშენებლო ტექნოლოგია, მექანიკური ინჟინერია, ლინგვისტიკა, ეკონომიკა და მენეჯმენტი, სოფლის მეურნეობა, სატყეო და თევზმეურნეობა, გამოყენებითი გეოლოგია, ნავთობისა და გაზის ინჟინერია და გეოდეზია. და სია შეიძლება კიდებ გაგრძელდეს.ყოველწლიურად, რუსეთის მთავრობის კვოტირების პროგრამის ფარგლებში, საქართველოსთვის გამოყოფილია გარკვეული რაოდენობის ადგილები და, ხაზს ვუსვამ, აბსოლუტურად უფასოდ. უფრო მეტიც, სტუდენტებს, რომლებიც გაივლიან შერჩევას, მისცემენ სტიპენდიას და უზრუნველყოფენ საერთო საცხოვრებლით. სწავლისგან თავისუფალ დროს მათ უფლება აქვთ მოეწყონ ოფიციალურ სამუშაოზე. ერთი წლის წინ დაწესდა უვიზო რეჟიმი სწავლის მიზნით რუსეთში შემოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის სწავლის პერიოდში. ასე რომ, საზღვრის გადასაკვეთად მათ მხოლოდ პასპორტი სჭირდებათ. ერთადერთი მოთხოვნაა, რომ ჩამოსვლიდან 90 დღის განმავლობაში დროებითი რეგისტრაცია მიიღონ რუსეთში. უნივერსიტეტებში უცხოელ სტუდენტებთან მუშაობის ადგილობრივი განყოფილებები ყოველთვის ეხმარებიან მათ ასეთ საკითხებში.— რაშია კვოტირებული პროგრამის უპირატესობა?— პროგრამა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, ისწავლოთ და იცხოვროთ რუსეთის თითქმის ნებისმიერ ქალაქში, ვინაიდან პროგრამაში მონაწილეობს 700-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება, მათ შორის საერთაშორისოდ აღიარებული უნივერსიტეტები, როგორიცაა პატრის ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პიროგოვის სახელობის ეროვნული კვლევითი სამედიცინო უნივერსიტეტი და მრავალი სხვა ცნობილი საგანმანათლებლო დაწესებულება.კანდიდატებს აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ 650 სპეციალობიდან რომელიმე: დიზაინერობა იქნება ეს, სამსახიობო ხელოვნება, ბირთვული ფიზიკის, ეკონომიკისა თუ სამართლის მიმართულება. ამავდროულად, შეგიძლიათ ჩაირიცხოთ განათლების სხვადასხვა საფეხურზე: ბაკალავრიატიან სპეციალიტეტი, მაგისტრატურა, ასპირანტურა ან ორდინატურა.— ამ პროგრამით მხოლოდ უმაღლესი განათლების მიღება შეიძლება?— არა, არა მარტო. ცალკე მინდა გავამახვილო ყურადღება იმ ფაქტზე, რომ არის შესაძლებლობა, მიიღოთ სპეციალიზებული საშუალო განათლება, მაგალითად, დაეუფლოთ მედდის ან ფელდშერის სპეციალობებს. ასევე დამატებითი პროფესიული განათლება მათთვის, ვისაც უკვე აქვს უმაღლესი განათლების დიპლომი და სურს გაიღრმავოს ცოდნა ან დაეუფლოს ახალ პროფესიას. ზოგიერთი პროგრამა გრძელდება მხოლოდ ორი კვირიდან რამდენიმე თვემდე და შეგიძლიათ ისწავლოთ ონლაინ რეჟიმში. მაგალითად, გაიაროთ მოკლევადიანიკურსები რუსულის, როგორც უცხო ენის სწავლების ან სასტუმროს მენეჯმენტში.— ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება პროგრამაში? არსებობს თუ არა ასაკობრივი შეზღუდვები?— პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც აქვს მინიმუმ საშუალო განათლების დონე. ასაკობრივი შეზღუდვები არ არსებობს. ამ შემთხვევაში კანდიდატს უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობა. საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად შეიძლება ჰქონდეს რუსეთის მოქალაქეობაც, მაგრამ აუცილებელია საქართველოში მუდმივად ცხოვრება. საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა წარმოადგინოთ დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს რუსეთში რეგისტრაციის არარსებობას 2025 წლის 31 აგვისტოს შემდეგ.— რა არის საკვალიფიკაციო ეტაპი? რა უნდა გააკეთოს კანდიდატმა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?უპირველეს ყოვლისა, უნდა დარეგისტრირდეთ პორტალზე „განათლება რუსეთში უცხოელებისთვის", შეავსოთ განაცხადი პირად ანგარიშზე და დაურთოთ ვებგვერდზე მითითებული დოკუმენტები. შემდეგ უნდა აირჩიოთ ერთ-ერთი სპეციალობა და რამდენიმე უნივერსიტეტის ვარიანტი. ინტერესთა განყოფილების თანამშრომელი მუდმივ კონტაქტში იქნება კანდიდატთან, რომელიც ყოველთვის გეტყვით, როგორ მოამზადოთ სწორად დოკუმენტები.საბუთების წარდგენისა და პროცედურის სწორად შესრულების დადასტურების შემდეგ დაინიშნება გასაუბრების თარიღი, რის საფუძველზეც ენიჭება საერთო ქულა. შემოქმედებითი სფეროებისთვის შესაძლებელია სპეციალობის დამატებითი გამოცდა. ამის შემდეგ კანდიდატს მოუწევს, აღიჭურვოს მოთმინებით და დაელოდოს შედეგებს. უნივერსიტეტში მიღების შესახებ მას 2026/2027 სასწავლო წლის დასაწყისამდე ეცნობება.დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტში მიღების პროცედურის შესახებ განთავსებულია რუსეთის ინტერესების განყოფილების ვებგვერდზე. გარდა ამისა, სექციის Telegram-არხსადა ოფიციალურ ფეისბუქზე შეგიძლიათ იპოვოთ ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და მათზე პასუხები. თუ ინტერნეტთან წვდომა არ გაქვთ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სპეციალისტს ტელეფონით: 322-91-32-64.— რა ენაზე ტარდება გასაუბრება? თუ კანდიდატი არ ფლობს რუსულს, შეუძლია თუ არა კონკურსში მონაწილეობა?— ინტერვიუ ტარდება რუსულ ენაზე. თუ კანდიდატი არ საუბრობს რუსულად, ვიწვევთ მთარგმნელს.რაც შეეხება თავად განათლებას, ბევრი რუსული უნივერსიტეტი სტუდენტებს, რომლებიც არ საუბრობენ რუსულად, აძლევს შესაძლებლობას ისწავლონ მოსამზადებელ ფაკულტეტზე. თუ უნივერსიტეტს არ აქვს ასეთი განყოფილება, სტუდენტი გადანაწილდება ქალაქის სხვა უნივერსიტეტში, რომელსაც ექნება შესაბამისი რესურსი. გარდა ამისა, შეგიძლიათ დაიწყოთ რუსულის სწავლა თბილისში. მაგალითად, კულტურის ცენტრი „აზბუკა“ ატარებს რუსული ენის უფასო კურსებს ყველასთვის.კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: კვოტირების პროგრამის ფარგლებში სწავლება აბსოლუტურად უფასოა და კანდიდატების შერჩევაში ჩართულია მხოლოდ რუსეთის ინტერესების სექცია. ამიტომ, სიფრთხილით მოეკიდეთ ადამიანებს, რომლებიც რუსულ უნივერსიტეტებში გასამრჯელოს ფასად ჩარიცხვას გთავაზობენ.
https://sputnik-georgia.com/20250628/amoqmedda-rusetsi-sesvlis-axali-wesebi-saqartvelosi-rusetis-interesebis-seqcia-293949942.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/17/295504890_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_743914ee00ec75a5d4fbcde642104248.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, რუსეთი
ოლისოვი: საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უფასოდ სწავლა შეუძლიათ
როგორ მივიღოთ განათლება რუსეთში უფასოდ? რა უპირატესობა აქვს მეზობელ ქვეყანაში სწავლას? შესაძლებელია თუ არა ონლაინ სწავლა? რა უნდა გააკეთო, თუ რუსული არ იცი?
ყველაზე აქტუალურ კითხვებს „Sputnik საქართველოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული, რუსეთის ინტერესების განყოფილების ხელმძღვანელმა დმიტრი ოლისოვმა უპასუხა.
— 15 სექტემბრიდან 2026/2027 სასწავლო წელს რუსეთში უფასო განათლების შერჩევაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები რუსეთის მთავრობის კვოტის ფარგლებშია გაიხსნა. რუსეთის ინტერესების განყოფილებამ საქართველოს მოქალაქეებს შორის შესარჩევი ღონისძიებები დაიწყო. როგორ ფიქრობთ, რუსული განათლება შეიძლება იყოს მიმზიდველი ქართველი აპლიკანტებისთვის? რას უნდა ელოდონ ისინი რუსეთში?
— რუსეთი ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში ადგილობრივ უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობით. მათი ინტერესი რუსული განათლების მიმართ ბუნებრივია. ჩვენს ქვეყანას აქვს მდიდარი მემკვიდრეობა მეცნიერების მრავალ დარგში, მათ შორის, დღეს ყველაზე მოთხოვნადებში. ეს არის მედიცინა, კომპიუტერული ტექნოლოგია, საინჟინრო და სამშენებლო ტექნოლოგია, მექანიკური ინჟინერია, ლინგვისტიკა, ეკონომიკა და მენეჯმენტი, სოფლის მეურნეობა, სატყეო და თევზმეურნეობა, გამოყენებითი გეოლოგია, ნავთობისა და გაზის ინჟინერია და გეოდეზია. და სია შეიძლება კიდებ გაგრძელდეს.
ყოველწლიურად, რუსეთის მთავრობის კვოტირების პროგრამის ფარგლებში, საქართველოსთვის გამოყოფილია გარკვეული რაოდენობის ადგილები და, ხაზს ვუსვამ, აბსოლუტურად უფასოდ. უფრო მეტიც, სტუდენტებს, რომლებიც გაივლიან შერჩევას, მისცემენ სტიპენდიას და უზრუნველყოფენ საერთო საცხოვრებლით. სწავლისგან თავისუფალ დროს მათ უფლება აქვთ მოეწყონ ოფიციალურ სამუშაოზე.
ერთი წლის წინ დაწესდა უვიზო რეჟიმი სწავლის მიზნით რუსეთში შემოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის სწავლის პერიოდში. ასე რომ, საზღვრის გადასაკვეთად მათ მხოლოდ პასპორტი სჭირდებათ. ერთადერთი მოთხოვნაა, რომ ჩამოსვლიდან 90 დღის განმავლობაში დროებითი რეგისტრაცია მიიღონ რუსეთში. უნივერსიტეტებში უცხოელ სტუდენტებთან მუშაობის ადგილობრივი განყოფილებები ყოველთვის ეხმარებიან მათ ასეთ საკითხებში.
— რაშია კვოტირებული პროგრამის უპირატესობა?
— პროგრამა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, ისწავლოთ და იცხოვროთ რუსეთის თითქმის ნებისმიერ ქალაქში, ვინაიდან პროგრამაში მონაწილეობს 700-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება, მათ შორის საერთაშორისოდ აღიარებული უნივერსიტეტები, როგორიცაა პატრის ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პიროგოვის სახელობის ეროვნული კვლევითი სამედიცინო უნივერსიტეტი და მრავალი სხვა ცნობილი საგანმანათლებლო დაწესებულება.
კანდიდატებს აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ 650 სპეციალობიდან რომელიმე: დიზაინერობა იქნება ეს, სამსახიობო ხელოვნება, ბირთვული ფიზიკის, ეკონომიკისა თუ სამართლის მიმართულება. ამავდროულად, შეგიძლიათ ჩაირიცხოთ განათლების სხვადასხვა საფეხურზე: ბაკალავრიატიან სპეციალიტეტი, მაგისტრატურა, ასპირანტურა ან ორდინატურა.
— ამ პროგრამით მხოლოდ უმაღლესი განათლების მიღება შეიძლება?
— არა, არა მარტო. ცალკე მინდა გავამახვილო ყურადღება იმ ფაქტზე, რომ არის შესაძლებლობა, მიიღოთ სპეციალიზებული საშუალო განათლება, მაგალითად, დაეუფლოთ მედდის ან ფელდშერის სპეციალობებს. ასევე დამატებითი პროფესიული განათლება მათთვის, ვისაც უკვე აქვს უმაღლესი განათლების დიპლომი და სურს გაიღრმავოს ცოდნა ან დაეუფლოს ახალ პროფესიას. ზოგიერთი პროგრამა გრძელდება მხოლოდ ორი კვირიდან რამდენიმე თვემდე და შეგიძლიათ ისწავლოთ ონლაინ რეჟიმში. მაგალითად, გაიაროთ მოკლევადიანიკურსები რუსულის, როგორც უცხო ენის სწავლების ან სასტუმროს მენეჯმენტში.
— ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება პროგრამაში? არსებობს თუ არა ასაკობრივი შეზღუდვები?
— პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც აქვს მინიმუმ საშუალო განათლების დონე. ასაკობრივი შეზღუდვები არ არსებობს. ამ შემთხვევაში კანდიდატს უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობა. საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად შეიძლება ჰქონდეს რუსეთის მოქალაქეობაც, მაგრამ აუცილებელია საქართველოში მუდმივად ცხოვრება. საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა წარმოადგინოთ დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს რუსეთში რეგისტრაციის არარსებობას 2025 წლის 31 აგვისტოს შემდეგ.
— რა არის საკვალიფიკაციო ეტაპი? რა უნდა გააკეთოს კანდიდატმა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?
უპირველეს ყოვლისა, უნდა დარეგისტრირდეთ პორტალზე
„განათლება რუსეთში უცხოელებისთვის", შეავსოთ განაცხადი პირად ანგარიშზე და დაურთოთ ვებგვერდზე მითითებული დოკუმენტები. შემდეგ უნდა აირჩიოთ ერთ-ერთი სპეციალობა და რამდენიმე უნივერსიტეტის ვარიანტი. ინტერესთა განყოფილების თანამშრომელი მუდმივ კონტაქტში იქნება კანდიდატთან, რომელიც ყოველთვის გეტყვით, როგორ მოამზადოთ სწორად დოკუმენტები.
საბუთების წარდგენისა და პროცედურის სწორად შესრულების დადასტურების შემდეგ დაინიშნება გასაუბრების თარიღი, რის საფუძველზეც ენიჭება საერთო ქულა. შემოქმედებითი სფეროებისთვის შესაძლებელია სპეციალობის დამატებითი გამოცდა. ამის შემდეგ კანდიდატს მოუწევს, აღიჭურვოს მოთმინებით და დაელოდოს შედეგებს. უნივერსიტეტში მიღების შესახებ მას 2026/2027 სასწავლო წლის დასაწყისამდე ეცნობება.
დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტში მიღების პროცედურის შესახებ განთავსებულია რუსეთის ინტერესების განყოფილების
ვებგვერდზე. გარდა ამისა, სექციის
Telegram-არხსადა ოფიციალურ
ფეისბუქზე შეგიძლიათ იპოვოთ ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და მათზე პასუხები. თუ ინტერნეტთან წვდომა არ გაქვთ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სპეციალისტს ტელეფონით: 322-91-32-64.
— რა ენაზე ტარდება გასაუბრება? თუ კანდიდატი არ ფლობს რუსულს, შეუძლია თუ არა კონკურსში მონაწილეობა?
— ინტერვიუ ტარდება რუსულ ენაზე. თუ კანდიდატი არ საუბრობს რუსულად, ვიწვევთ მთარგმნელს.
რაც შეეხება თავად განათლებას, ბევრი რუსული უნივერსიტეტი სტუდენტებს, რომლებიც არ საუბრობენ რუსულად, აძლევს შესაძლებლობას ისწავლონ მოსამზადებელ ფაკულტეტზე. თუ უნივერსიტეტს არ აქვს ასეთი განყოფილება, სტუდენტი გადანაწილდება ქალაქის სხვა უნივერსიტეტში, რომელსაც ექნება შესაბამისი რესურსი. გარდა ამისა, შეგიძლიათ დაიწყოთ რუსულის სწავლა თბილისში. მაგალითად, კულტურის ცენტრი „აზბუკა“ ატარებს რუსული ენის უფასო კურსებს ყველასთვის.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: კვოტირების პროგრამის ფარგლებში სწავლება აბსოლუტურად უფასოა და კანდიდატების შერჩევაში ჩართულია მხოლოდ რუსეთის ინტერესების სექცია. ამიტომ, სიფრთხილით მოეკიდეთ ადამიანებს, რომლებიც რუსულ უნივერსიტეტებში გასამრჯელოს ფასად ჩარიცხვას გთავაზობენ.