ქართველ სპეციალისტთა ჯგუფი ისრაელში, MASHAV-ის პროგრამის კურსებზე მიემგზავრება

© Israel in Georgiaისრაელის საელჩო საქართველოში
ისრაელის საელჩო საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2025
გამოწერა
პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე MASHAV-ის პროგრამის კურსები2.000-ზე მეტმა ქართველმა პროფესიონალმა გაიარა.
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ისრაელში მიემგზავრება ქართველ პროფესიონალთა კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც გაივლის სასწავლო კურსებს — MASHAV-ის (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) პროგრამის ფარგლებში, ინფორმაციას ისრაელის საელჩო ავრცელებს.
აღნიშნული კურსები („ტრავმის სისტემის განვითარება და ორგანიზება“, „უსაფრთხოება და საზოგადოება“) მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა ისრაელის წამყვანი სპეციალისტებისგან, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და კომპეტენციების კიდევ უფრო გაღრმავებას.
გამგზავრებამდე, მონაწილეებს შეხვდა ისრაელის ელჩი საქართველოში ვალიდ აბუ ჰაია, რომელმაც აღნიშნა, რომ დიდი პატივია ასეთი მნიშვნელოვანი თანამშრომლობის მხარდაჭერა, და უსურვა მათ წარმატებული სასწავლო კურსი და შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობა.
შეხვედრას ასევე დაესწრო გიორგი ჟღენტი — MASHAV-ის ცენტრის კოორდინატორი საქართველოში.
პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე MASHAV-ის პროგრამის კურსები2.000-ზე მეტმა ქართველმა პროფესიონალმა გაიარა.
ყველა ახალი ამბავი
0