https://sputnik-georgia.com/20251023/zodelavas-patimroba-emuqreba-295481289.html
მკაცრი ქართული პოლიტიკა: მას სასახლის გასაღები სურდა, მაგრამ ციხის საკანი მიიღო – ვიდეო
მკაცრი ქართული პოლიტიკა: მას სასახლის გასაღები სურდა, მაგრამ ციხის საკანი მიიღო – ვიდეო
Sputnik საქართველო
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მურთაზ ზოდელავამ მოულოდნელად მოიპოვა მსოფლიო პოპულარობა. 4 ოქტომბერს სწორედ მან მოუწოდა აქტივისტებს წასულიყვნენ „პრეზიდენტის სასახლის... 23.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-23T12:48+0400
2025-10-23T12:48+0400
2025-10-23T12:48+0400
საქართველო
მულტიმედია
ვიდეო
საპროტესტო აქციები თბილისში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/17/295495725_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_8f4ec8e7dcdfcd959f82e5f7aa3f1076.jpg
რამ უბიძგა მას ამ იდეისკენ - გაურკვეველია, მით უმეტეს, რომ საქართველოს პრეზიდენტს დღეს მხოლოდ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები აქვს და ხელისუფლების მართვის რეალური სადავეები მის ხელში არაა. სასახლეზე შტურმის მცდელობა ჩავარდა - სპეცრაზმთან დაპირისპირებამ და თბილისის ცენტრში არეულობამ ოპოზიციის მხარდამჭერთა ის ნაწილი დააფრთხო, რომელიც პროტესტის მშვიდობიან ფორმას ემხრობა.ამასთან, პრეზიდენტის სასახლესთან აქტივისტების შეკრების დაშლის შემდეგ, ზოდელავამ აქტივისტებს წინააღმდეგობის გაგრძელებისკენ მოუწოდა. „ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და ერთად მივაღწევთ გამარჯვებას. ჩვენ დანებებას და უკან დახევას არ ვაპირებთ", - განაცხადა „ნაცმოძრაობის" წევრმა მურთაზ ზოდელავა, რომელსაც წარსულში გენპროკურორის თანამდებობა ეკავა.თუმცა, რამდენიმე საათში პოლიციამ იგი, სხვა პოლიტიკოსებთან ერთად, დააკავა. ახლა მას და 4 ოქტომბრის პროტესტის საორგანიზაციო კომიტეტის სხვა წევრებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის 9 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.ზოდელავამ საპატიმრო ცოტა ხნის წინ 25 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ დატოვა. იგი სექტემბერში სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს, როდესაც ცდილობდა „ნაცმოძრაობის" ლიდერის ლევა ხაბეიშვილის ტელეფონის დამალვას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/17/295495725_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_44f50a1d47cf450c461b9bbda7eaac8d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მულტიმედია, ვიდეო, საპროტესტო აქციები თბილისში , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , видео
საქართველო, მულტიმედია, ვიდეო, საპროტესტო აქციები თბილისში , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , видео
მკაცრი ქართული პოლიტიკა: მას სასახლის გასაღები სურდა, მაგრამ ციხის საკანი მიიღო – ვიდეო
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მურთაზ ზოდელავამ მოულოდნელად მოიპოვა მსოფლიო პოპულარობა. 4 ოქტომბერს სწორედ მან მოუწოდა აქტივისტებს წასულიყვნენ „პრეზიდენტის სასახლის გასაღების მისაღებად".
რამ უბიძგა მას ამ იდეისკენ - გაურკვეველია, მით უმეტეს, რომ საქართველოს პრეზიდენტს დღეს მხოლოდ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები აქვს და ხელისუფლების მართვის რეალური სადავეები მის ხელში არაა. სასახლეზე შტურმის მცდელობა ჩავარდა - სპეცრაზმთან დაპირისპირებამ და თბილისის ცენტრში არეულობამ ოპოზიციის მხარდამჭერთა ის ნაწილი დააფრთხო, რომელიც პროტესტის მშვიდობიან ფორმას ემხრობა.
ამასთან, პრეზიდენტის სასახლესთან აქტივისტების შეკრების დაშლის შემდეგ, ზოდელავამ აქტივისტებს წინააღმდეგობის გაგრძელებისკენ მოუწოდა. „ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და ერთად მივაღწევთ გამარჯვებას. ჩვენ დანებებას და უკან დახევას არ ვაპირებთ", - განაცხადა „ნაცმოძრაობის" წევრმა მურთაზ ზოდელავა, რომელსაც წარსულში გენპროკურორის თანამდებობა ეკავა.
თუმცა, რამდენიმე საათში პოლიციამ იგი, სხვა პოლიტიკოსებთან ერთად, დააკავა. ახლა მას და 4 ოქტომბრის პროტესტის საორგანიზაციო კომიტეტის სხვა წევრებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის 9 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
ზოდელავამ საპატიმრო ცოტა ხნის წინ 25 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ დატოვა. იგი სექტემბერში სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს, როდესაც ცდილობდა „ნაცმოძრაობის" ლიდერის ლევა ხაბეიშვილის ტელეფონის დამალვას.