https://sputnik-georgia.com/20251023/papuasvili-saakasvilis-mxardaweraze-evropuli-rirebulebebi-mxolod-sirmaa-295497413.html
პაპუაშვილი სააკაშვილის მხარდაჭერაზე: ევროპული ღირებულებები მხოლოდ შირმაა
პაპუაშვილი სააკაშვილის მხარდაჭერაზე: ევროპული ღირებულებები მხოლოდ შირმაა
Sputnik საქართველო
საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიცილოს ეს კომპლექსი, როდესაც, მაგალითად, ბალტიის ქვეყნები და სხვა პოსტკომუნისტური ქვეყნები ასწავლიან ქვეყანას, რა არის... 23.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-23T16:49+0400
2025-10-23T16:49+0400
2025-10-23T16:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523716_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_59bcd45a4c96061dfb3486b2b99ac0e4.jpg
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ევროპული ღირებულებები, რომლებიც მხარს უჭერენ ისეთ კრიმინალებს, როგორიცაა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი იუსტიციის მინისტრი ნიკა გვარამია და ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, ეს არის შირმა გეოპოლიტიკური მიზნებისთვის და მნიშვნელოვნად განსხვავდება ნამდვილი ქართული ღირებულებებისგან, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „თავისუფალი სივრცეში” სტუმრობისას.დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას დემოკრატიული გზიდან გადახვევაში და ანტიდასავლურ რიტორიკაში ადანაშაულებს. ევროკავშირი მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ გაათავისუფლოს საპროტესტო აქციებზე დაკავებული აქტივისტები, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოქალაქეებს „მშვიდობიანი დემონსტრაციების“ ჩატარების უფლება მისცეს.მისი თქმით, ამ შირმის უკან დგას ცივი პოლიტიკური მიზნები, რომ საქართველოში ჰყავდეთ მარიონეტული ხელისუფლება და გეოპოლიტიკური მიზნები განახორციელონ ამ მარიონეტული ხელისუფლებით.„არავისგან ჩვენ ჭკუა არ გვესწავლება, თუ რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები და თავისუფლება, განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა და ბალტიის ქვეყნებისგან, პოსტკომუნისტური აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნისგან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიცილოს ეს კომპლექსი, როდესაც, მაგალითად, ბალტიის ქვეყნები და სხვა პოსტკომუნისტური ქვეყნები ქვეყანას ასწავლიან, რა არის დემოკრატია და თავისუფლება.მანამდე პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან ბრიუსელი დგას.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523716_108:0:2839:2048_1920x0_80_0_0_f283566a3c05d923bc3c13945a64ace1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
პაპუაშვილი სააკაშვილის მხარდაჭერაზე: ევროპული ღირებულებები მხოლოდ შირმაა
საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიცილოს ეს კომპლექსი, როდესაც, მაგალითად, ბალტიის ქვეყნები და სხვა პოსტკომუნისტური ქვეყნები ასწავლიან ქვეყანას, რა არის დემოკრატია და თავისუფლება, მიაჩნია პარლამენტის თავმჯდომარეს
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ევროპული ღირებულებები, რომლებიც მხარს უჭერენ ისეთ კრიმინალებს, როგორიცაა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი იუსტიციის მინისტრი ნიკა გვარამია და ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, ეს არის შირმა გეოპოლიტიკური მიზნებისთვის და მნიშვნელოვნად განსხვავდება ნამდვილი ქართული ღირებულებებისგან, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „თავისუფალი სივრცეში” სტუმრობისას.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას დემოკრატიული გზიდან გადახვევაში და ანტიდასავლურ რიტორიკაში ადანაშაულებს. ევროკავშირი მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ გაათავისუფლოს საპროტესტო აქციებზე დაკავებული აქტივისტები, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოქალაქეებს „მშვიდობიანი დემონსტრაციების“ ჩატარების უფლება მისცეს.
„დიახ, ქართული ღირებულებები ცოტა სხვა არის ვიდრე, სააკაშვილის, გვარამიას და კეზერაშვილის გვერდში მდგომი ევროპული ღირებულებები და ჩვენ უნდა ვისაუბროთ ქართულ ღირებულებებზე. შევეშვათ ამ ქიმერას, რომელსაც ისინი გვთავაზობენ ბრტყელი სიტყვებით, რაც არის ჩვეულებრივი შირმა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამ შირმის უკან დგას ცივი პოლიტიკური მიზნები, რომ საქართველოში ჰყავდეთ მარიონეტული ხელისუფლება და გეოპოლიტიკური მიზნები განახორციელონ ამ მარიონეტული ხელისუფლებით.
„არავისგან ჩვენ ჭკუა არ გვესწავლება, თუ რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები და თავისუფლება, განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა და ბალტიის ქვეყნებისგან, პოსტკომუნისტური აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნისგან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიცილოს ეს კომპლექსი, როდესაც, მაგალითად, ბალტიის ქვეყნები და სხვა პოსტკომუნისტური ქვეყნები ქვეყანას ასწავლიან, რა არის დემოკრატია და თავისუფლება.
მანამდე პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან ბრიუსელი დგას.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.