https://sputnik-georgia.com/20251022/shss-aqciaze-20-piri-daakaves-295491088.html
შსს: რუსთაველის გამზირის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობისთვის აქციის 20-მდე მონაწილე დააკავეს
შსს: რუსთაველის გამზირის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობისთვის აქციის 20-მდე მონაწილე დააკავეს
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლის 17 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის რეგულაციები... 22.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-22T22:00+0400
2025-10-22T22:00+0400
2025-10-22T22:00+0400
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1d/290656282_0:0:3069:1727_1920x0_80_0_0_fdeff7b72c26f5bcf2b0284c30513804.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. გზის სავალი ნაწილის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობისთვის ადმინისტრაციული წესით საპროტესტო აქციის 20-მდე მონაწილეა დაკავებული, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.უწყების ცნობით, აღნიშნული ქმედებით აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს, რომელიც პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა და შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, ის დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს.უწყების ცნობით, დაახლოებით 20:00 საათიდან, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა აქციის რამდენიმე მონაწილემ უკანონოდ სცადა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა.შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად, უკანონოდ გადაკეტვისგან და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები.რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული სამართლებრივი პასუხისმგებლობები გამკაცრდა.შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში აისახა, რომლებიც ითვალისწინებს:ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაპირველივე დარღვევა: სახის ნიღბით დაფარვა, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონა, გზის გადაკეტვა ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე;ორგანიზატორის შემთხვევაში - 20 დღემდე;იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზემოაღნიშნული ქმედებების განმეორება ერთი წლის განმავლობაში - თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე;მესამე და ყოველი შემდეგი დარღვევა - თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე;ახალი მუხლი: მესამედ სამართალდამცავზე შეურაცხყოფა ან დაუმორჩილებლობა - პასუხისმგებლობა ერთი წლამდე;არასრულწლოვანებზე პასუხისმგებლობა იმავე შემთხვევებში: ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ან თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1d/290656282_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_48c78130983f9a3ca88d6d6c7645b210.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , მსოფლიოს ახალი ამბები
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , მსოფლიოს ახალი ამბები
შსს: რუსთაველის გამზირის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობისთვის აქციის 20-მდე მონაწილე დააკავეს
მიმდინარე წლის 17 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის რეგულაციები გამკაცრდა
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. გზის სავალი ნაწილის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობისთვის ადმინისტრაციული წესით საპროტესტო აქციის 20-მდე მონაწილეა დაკავებული, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნული ქმედებით აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს, რომელიც პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა და შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, ის დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, დაახლოებით 20:00 საათიდან, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა აქციის რამდენიმე მონაწილემ უკანონოდ სცადა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა.
„მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მომიტინგეები არაერთხელ გააფრთხილეს, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რადგან მათი რაოდენობა არ იძლეოდა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის კანონიერ უფლებას, აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველთა მოწოდება არ გაითვალისწინეს", - ნათქვამია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად, უკანონოდ გადაკეტვისგან და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული სამართლებრივი პასუხისმგებლობები გამკაცრდა.
შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში აისახა, რომლებიც ითვალისწინებს:
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
პირველივე დარღვევა: სახის ნიღბით დაფარვა, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონა, გზის გადაკეტვა ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე;
ორგანიზატორის შემთხვევაში - 20 დღემდე;
იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა
ზემოაღნიშნული ქმედებების განმეორება ერთი წლის განმავლობაში - თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე;
მესამე და ყოველი შემდეგი დარღვევა - თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე;
ახალი მუხლი: მესამედ სამართალდამცავზე შეურაცხყოფა ან დაუმორჩილებლობა - პასუხისმგებლობა ერთი წლამდე;
არასრულწლოვანებზე პასუხისმგებლობა იმავე შემთხვევებში: ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ან თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე.