https://sputnik-georgia.com/20251022/papuashvili-evrokavshirma-mxari-dauchira-aqtivists-295490686.html
პაპუაშვილი: ევროკავშირმა მხარი დაუჭირა ძალადობის ჩამდენ აქტივისტს
პაპუაშვილი: ევროკავშირმა მხარი დაუჭირა ძალადობის ჩამდენ აქტივისტს
Sputnik საქართველო
პარლამენტის სპიკერმა არაერთხელ დაგმო დასავლეთის დუმილი პრეზიდენტის რეზიდენციაზე ძალადობრივ შტურმთან დაკავშირებით. 22.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-22T21:46+0400
2025-10-22T21:46+0400
2025-10-22T21:47+0400
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523648_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_e4b6e766ac29614886790c2ab3eac6e6.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ზოგიერთი დიპლომატი დაკავებულია იმით, რომ კედელს აშენებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ხიდს ტერორისტებისა და მოძალადეებისთვის, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.ასე გამოეხმაურა პოლიტიკოსი ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სამოქალაქო აქტივისტ ზვიად ცეცხლაძისადმი გაგზავნილ წერილს, რომელსაც ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის.წერილში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის დელეგაცია, პარტნიორ საელჩოებთან ერთად, ყურადღებით აკვირდება მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებს. ასევე, იგი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები და უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლება, როგორც სამართლიანობის ფუნდამენტური პრინციპი და დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი“.მან ასევე აღნიშნა, რომ მხარდამჭერი წერილი ცეცხლაძეს 40 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობამდე რამდენიმე დღით ადრე გაეგზავნა.თავად პაპუაშვილმა არაერთხელ დაგმო დასავლეთის დუმილი პრეზიდენტის რეზიდენციაზე ძალადობრივ შტურმთან დაკავშირებით.4 ოქტომბრის საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" გამოაცხადეს.სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. შეტაკებისას 25-მდე პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.პოლიციამ აქციის 60-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის, ხუთი ორგანიზატორი დააკავა,: პაატა ბურჭულაძე, მურთაზა ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.გამოძიება სსკ-ის ოთხი - 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებას, მასობრივი არეულობის ორგანიზებას, სხვისი საკუთრების დაზიანებასა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდებას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523648_154:0:2885:2048_1920x0_80_0_0_b9554aa757b4fcf76fd5dd23cc843d05.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ახალი ამბები
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ახალი ამბები
პაპუაშვილი: ევროკავშირმა მხარი დაუჭირა ძალადობის ჩამდენ აქტივისტს
21:46 22.10.2025 (განახლებულია: 21:47 22.10.2025) პარლამენტის სპიკერმა არაერთხელ დაგმო დასავლეთის დუმილი პრეზიდენტის რეზიდენციაზე ძალადობრივ შტურმთან დაკავშირებით.
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ზოგიერთი დიპლომატი დაკავებულია იმით, რომ კედელს აშენებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ხიდს ტერორისტებისა და მოძალადეებისთვის, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ასე გამოეხმაურა პოლიტიკოსი ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სამოქალაქო აქტივისტ ზვიად ცეცხლაძისადმი გაგზავნილ წერილს, რომელსაც ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის.
წერილში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის დელეგაცია, პარტნიორ საელჩოებთან ერთად, ყურადღებით აკვირდება მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებს. ასევე, იგი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები და უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლება, როგორც სამართლიანობის ფუნდამენტური პრინციპი და დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი“.
„წინა პოსტში დავწერე დიპლომატთა მისიაზე, კედლების ნაცვლად ხიდები რომ უნდა აშენონ. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შესძლებია, უბრალოდ კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხოლო ხიდს - ტერორისტებსა და მოძალადეებს. ბრიუსელის მიერ არჩეული ანტიქართული გზა ტერორისტების მხარდაჭერამდე რომ მივიდოდა, ეს დიდი ხნის წინ იყო აშკარა“, - დაწერა სოციალურ ქსელში პაპუაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მხარდამჭერი წერილი ცეცხლაძეს 40 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობამდე რამდენიმე დღით ადრე გაეგზავნა.
თავად პაპუაშვილმა არაერთხელ დაგმო დასავლეთის დუმილი პრეზიდენტის რეზიდენციაზე ძალადობრივ შტურმთან დაკავშირებით.
4 ოქტომბრის საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" გამოაცხადეს.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. შეტაკებისას 25-მდე პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
პოლიციამ აქციის 60-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის, ხუთი ორგანიზატორი დააკავა,: პაატა ბურჭულაძე, მურთაზა ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.
გამოძიება სსკ-ის ოთხი - 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებას, მასობრივი არეულობის ორგანიზებას, სხვისი საკუთრების დაზიანებასა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდებას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.