https://sputnik-georgia.com/20251022/miqanadze-ganatlebis-repormaze-295487859.html
საქართველო განათლების სტრატეგიას ცვლის და პროფესიულ სწავლებაზე აკეთებს აქცენტს
საქართველო განათლების სტრატეგიას ცვლის და პროფესიულ სწავლებაზე აკეთებს აქცენტს
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობამ უმაღლესი განათლების მასშტაბური რეფორმა წარადგინა, რომელიც, პრემიერის თქმით, შეამცირებს ახალგაზრდების უცხოეთში გადინებას და ხელს შეუწყობს... 22.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-22T21:00+0400
2025-10-22T21:00+0400
2025-10-22T21:00+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/19/293908211_0:52:1001:615_1920x0_80_0_0_7aad91b635543dc8095b71554acb10e1.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. მთავრობა აქტიურად ავითარებს ქვეყნის პროფესიული მომზადების სისტემას და მნიშვნელოვნად მიიჩნევს საზოგადოებაში ფესვგადგმული შეხედულების შეცვლას, რომ უმაღლესი განათლება წარმატებისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა, განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ.საქართველოს მთავრობამ უმაღლესი განათლების მასშტაბური რეფორმა წარადგინა, რომელიც, პრემიერის თქმით, შეამცირებს ახალგაზრდების უცხოეთში გადინებას და ხელს შეუწყობს რეგიონებში საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას. რეფორმის მთავარი მიზანია - საქართველოში ისეთივე ხარისხის უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა, რომელსაც დღეს სტუდენტები სხვა ქვეყნებში იღებენ.მინისტრის თქმით, რეფორმის პარალელურად, სახელმწიფო აძლიერებს პროფესიულ სექტორს და მიმართულებას, როგორც სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების - რომელთა რაოდენობაც ამჟამად არის 29, ასევე კერძოების.როგორც მიქანაძემ აღნიშნა, მთავარი მიზანია რეგიონებში პროფესიული სასწავლებლების რაოდენობის გაზრდა და შეთავაზებული პროგრამების გამრავალფეროვნება შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.მინისტრის თქმით, სამინისტრო პროფესიული გადამზადების მიმართ ახალგაზრდების ინტერესის გაზრდის მიზნით ორ პროექტს ახორციელებს.ერთ-ერთი გასულ წელს 20 საპილოტე სკოლაში ამოქმედდა, წელს კი მათ კიდევ 66 შეუერთდა. ამ სკოლებში დაინერგა ინტეგრირებული პროგრამა, რომელიც საშუალო სკოლის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ძირითადი საგნები პროფესიული სწავლების პროგრამასთან გააერთიანონ.მისი თქმით, 2026 წლის მაისში ჩვენ ამ პროგრამის პირველი კურსდამთავრებულები იქნებიან, რომლებიც ორწლიანი სწავლების შედეგად მიიღებენ როგორც სკოლის დამამთავრებელ ატესტატს, ასევე კონკრეტული პროფესიის დამადასტურებელ სერტიფიკატს.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დაარეგისტრიტონ საკუთარი კომპანია ან გახდნენ ინდ.მეწარმეები, დაიწყონ დამოუკიდებელი ბიზნესი და მიიღონ შემოსავალი, ამავდროულად შეინარჩუნებენ განათლების გაგრძელების შესაძლებლობა - როგორც პროფესიული,ისე უმაღლესი.მეორე პროექტი, რომელიც მიმდინარე წელს დაიწყო, არის STEM-კლუბები. ეს არის მიმართულებები, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკის, მათემატიკის, ქიმიის, ბიოლოგიის ცოდნის გაძლიერებასთან.როგორც მინისტრმა განაცხადა, შესაბამისი კონკურსის საფუძველზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 209 სკოლიდან შეირჩა პედაგოგები, რომლებიც ზაფხულის განმავლობაში შესაბამისი ინსტრუქტორების მეშვეობით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე გადიოდნენ კონკრეტულ გადამზადებას.„STEM-კლუბები მიმდინარე პროცესია და ახალგაზრდებს შორის დიდი ინტერესია მონაწილეობის კუთხით. ეს მათთვის ამ საგნების შესწავლას უფრო მიმზიდველს ხდის“, - განაცხადა მიქანაძემ.მიქანაძის თქმით, პროექტი ყოველწლიურად გაფართოვდება. სამინისტრო აგრძელებს პროგრამის განხორციელების მონიტორინგს მისი ეფექტურობისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/19/293908211_55:0:944:667_1920x0_80_0_0_7bcc2b202bd038042ebcd5fd26d0a1ea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო განათლების სტრატეგიას ცვლის და პროფესიულ სწავლებაზე აკეთებს აქცენტს
საქართველოს მთავრობამ უმაღლესი განათლების მასშტაბური რეფორმა წარადგინა, რომელიც, პრემიერის თქმით, შეამცირებს ახალგაზრდების უცხოეთში გადინებას და ხელს შეუწყობს რეგიონებში საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას.
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. მთავრობა აქტიურად ავითარებს ქვეყნის პროფესიული მომზადების სისტემას და მნიშვნელოვნად მიიჩნევს საზოგადოებაში ფესვგადგმული შეხედულების შეცვლას, რომ უმაღლესი განათლება წარმატებისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა, განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ.
საქართველოს მთავრობამ უმაღლესი განათლების მასშტაბური რეფორმა წარადგინა, რომელიც, პრემიერის თქმით, შეამცირებს ახალგაზრდების უცხოეთში გადინებას და ხელს შეუწყობს რეგიონებში საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას. რეფორმის მთავარი მიზანია - საქართველოში ისეთივე ხარისხის უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა, რომელსაც დღეს სტუდენტები სხვა ქვეყნებში იღებენ.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ საზოგადოებაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმოიფხვრას ის მენტალიტეტი, რომ უმაღლესი განათლება სავალდებულოა. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რასაც ჩვენ მის ნაცვლად ვთავაზობთ. ჩვენ ვხედავთ ძალიან დადებით პროგრესს ამ სფეროში, განსაკუთრებით პროფესიულ განათლებაში“, - განაცხადა მიქანაძემ.
მინისტრის თქმით, რეფორმის პარალელურად, სახელმწიფო აძლიერებს პროფესიულ სექტორს და მიმართულებას, როგორც სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების - რომელთა რაოდენობაც ამჟამად არის 29, ასევე კერძოების.
როგორც მიქანაძემ აღნიშნა, მთავარი მიზანია რეგიონებში პროფესიული სასწავლებლების რაოდენობის გაზრდა და შეთავაზებული პროგრამების გამრავალფეროვნება შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.
მინისტრის თქმით, სამინისტრო პროფესიული გადამზადების მიმართ ახალგაზრდების ინტერესის გაზრდის მიზნით ორ პროექტს ახორციელებს.
ერთ-ერთი გასულ წელს 20 საპილოტე სკოლაში ამოქმედდა, წელს კი მათ კიდევ 66 შეუერთდა. ამ სკოლებში დაინერგა ინტეგრირებული პროგრამა, რომელიც საშუალო სკოლის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ძირითადი საგნები პროფესიული სწავლების პროგრამასთან გააერთიანონ.
მისი თქმით, 2026 წლის მაისში ჩვენ ამ პროგრამის პირველი კურსდამთავრებულები იქნებიან, რომლებიც ორწლიანი სწავლების შედეგად მიიღებენ როგორც სკოლის დამამთავრებელ ატესტატს, ასევე კონკრეტული პროფესიის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დაარეგისტრიტონ საკუთარი კომპანია ან გახდნენ ინდ.მეწარმეები, დაიწყონ დამოუკიდებელი ბიზნესი და მიიღონ შემოსავალი, ამავდროულად შეინარჩუნებენ განათლების გაგრძელების შესაძლებლობა - როგორც პროფესიული,ისე უმაღლესი.
„მინდა, გითხრათ, რომ ამაზე მოთხოვნა მზარდია, როგორც მოსწავლეების მხრიდან, რომ ჩაეწერონ, ასევე სკოლების მხრიდან, რომ ჰქონდეთ ეს პროგრამები და იქ, სადაც აქვთ, ითხოვენ, დივერსიფიცირება მოვახდინოთ და უფრო მეტი პროფილის სასწავლო პროცესები შევიტანოთ. ანუ, ამას უკვე აქვს პოზიტიური გამოხმაურება", - განაცხადა მიქანაძემ.
მეორე პროექტი, რომელიც მიმდინარე წელს დაიწყო, არის STEM-კლუბები. ეს არის მიმართულებები, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკის, მათემატიკის, ქიმიის, ბიოლოგიის ცოდნის გაძლიერებასთან.
როგორც მინისტრმა განაცხადა, შესაბამისი კონკურსის საფუძველზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 209 სკოლიდან შეირჩა პედაგოგები, რომლებიც ზაფხულის განმავლობაში შესაბამისი ინსტრუქტორების მეშვეობით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე გადიოდნენ კონკრეტულ გადამზადებას.
„STEM-კლუბები მიმდინარე პროცესია და ახალგაზრდებს შორის დიდი ინტერესია მონაწილეობის კუთხით. ეს მათთვის ამ საგნების შესწავლას უფრო მიმზიდველს ხდის“, - განაცხადა მიქანაძემ.
მიქანაძის თქმით, პროექტი ყოველწლიურად გაფართოვდება. სამინისტრო აგრძელებს პროგრამის განხორციელების მონიტორინგს მისი ეფექტურობისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად.