ქურდობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრუო პოლიცია
საპატრუო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2025
გამოწერა
მამაკაცს, რომლიც წარსულში ნასამართლევი პირია, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. კახეთში ქურდობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 41 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
მამაკაცს, რომლიც წარსულში ნასამართლევი პირია, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დედოფლისწყაროში, უკანონოდ დაეუფლა ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებულ ზოგადი ხედვის სამეთვალყურეო კამერას. ამასთან, მან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიციამ მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, ამოღებულია მჭიდები და 126 ვაზნა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0