https://sputnik-georgia.com/20251022/batumi-turizmis-oskarzea-nominirebuli-295481026.html
World Travel Awards: ბათუმი „ტურიზმის ოსკარისთვის” წელსაც იბრძოლებს
World Travel Awards: ბათუმი „ტურიზმის ოსკარისთვის” წელსაც იბრძოლებს
Sputnik საქართველო
ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო ექვსჯერ უკვე მოიპოვა. 22.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-22T17:00+0400
2025-10-22T17:00+0400
2025-10-22T17:00+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
აჭარა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23180/71/231807163_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_df73b5aa6c25fd59594b424caffdf9f7.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვანი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი, ნათქვამია აჭარის მთავრობის პრეს-სასმახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, Travel Awards-ის გალა-ცერემონია იტალიაში დღეს, 22 ოქტომბერს გაიმართება. წელს ტურიზმის „ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრება. World Travel Awards 1993 წლიდან იმართება და მიზნად ისახავს ტურიზმის სექტორში საუკეთესო მიმართულებების გამოვლენასა და დაჯილდოებას. დაჯილდოების ცერემონიაზე ყოველწლიურად ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტია წარდგენილი, რომლებიც ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაში არიან გადანაწილებულნი. 2019 -2024 წლებში ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო ექვსჯერ მოიპოვა. ბათუმმა მსოფლიოს ტურიზმის დაჯილდოების ევროპის გალა-ცერემონიას 2023 წელს უმასპინძლა.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23180/71/231807163_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_73af37af67f34c95ffa4ca7fb912d60c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, აჭარა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, აჭარა , საზოგადოება, ახალი ამბები
World Travel Awards: ბათუმი „ტურიზმის ოსკარისთვის” წელსაც იბრძოლებს
ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო ექვსჯერ უკვე მოიპოვა.
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვანი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი, ნათქვამია აჭარის მთავრობის პრეს-სასმახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, Travel Awards-ის გალა-ცერემონია იტალიაში დღეს, 22 ოქტომბერს გაიმართება.
„ტურიზმის სფეროს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ნომინირებულია ევროპის სხვადასხვა ქალაქთან ერთად, როგორებიცაა ბუდაპეშტი, ჟენევა, მიუნხენი, ზალცბურგი, სტოკჰოლმი და ა.შ”, - აღნიშნულია განცხადებაში.
წელს ტურიზმის „ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრება.
World Travel Awards 1993 წლიდან იმართება და მიზნად ისახავს ტურიზმის სექტორში საუკეთესო მიმართულებების გამოვლენასა და დაჯილდოებას. დაჯილდოების ცერემონიაზე ყოველწლიურად ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტია წარდგენილი, რომლებიც ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაში არიან გადანაწილებულნი.
2019 -2024 წლებში ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო ექვსჯერ მოიპოვა.
ბათუმმა მსოფლიოს ტურიზმის დაჯილდოების ევროპის გალა-ცერემონიას 2023 წელს უმასპინძლა.