https://sputnik-georgia.com/20251021/papuashvili-evrokavshirma-xelidan-gaushva-shans-295467035.html
პაპუაშვილი: ევროკავშირმა ხელიდან გაუშვა შანსი, დაეგმო პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი
პაპუაშვილი: ევროკავშირმა ხელიდან გაუშვა შანსი, დაეგმო პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი
Sputnik საქართველო
ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს ფუძემდებლურ ევროპულ ღირებულებებს და უარი თქვას ძალადობის, როგორც პოლიტიკური მიზნების მიღწევის იარაღის წახალისებაზე 21.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-21T17:00+0400
2025-10-21T17:00+0400
2025-10-21T17:00+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523648_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_e4b6e766ac29614886790c2ab3eac6e6.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ლუქსემბურგში გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომა ბრიუსელისთვის იყო კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შანსი, დაეგმო 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი, ამის ნაცვლად ევროპელმა ჩინოვნიკებმა კვლავ განახორციელეს უსაფუძვლო თავდასხმები ქართველ ხალხზე, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.სხდომის დაწყებამდე გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს საგანგაშო უწოდა და ქვეყნის ხელისუფლება ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მან ასევე მოუწოდა ხელისუფლებას, მოუსმინონ ხალხს, აწარმოონ დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან და გაითვალისწინოს მოქალაქეების მისწრაფება - გახდნენ ევროპის ნაწილი.მოძალადეებისთვის ხელის დაფარება ძალადობის გამართლებაა, ძალადობის გამართლება კი შემდგომი ძალადობის წახალისებას ნიშნავს, აღნიშნა პოლიტიკოსმა.„ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს ფუძემდებლურ ევროპულ ღირებულებებს და უარი თქვას ძალადობის, როგორც პოლიტიკური მიზნების მიღწევის იარაღის წახალისებაზე", - დაწერა სპიკერმა.4 ოქტომბრის საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" გამოაცხადეს.სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. შეტაკებისას 25-მდე პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.პოლიციამ აქციის 60-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის, ხუთი ორგანიზატორი დააკავა,: პაატა ბურჭულაძე, მურთაზა ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.გამოძიება სსკ-ის ოთხი - 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებას, მასობრივი არეულობის ორგანიზებას, სხვისი საკუთრების დაზიანებასა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდებას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523648_154:0:2885:2048_1920x0_80_0_0_b9554aa757b4fcf76fd5dd23cc843d05.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
პაპუაშვილი: ევროკავშირმა ხელიდან გაუშვა შანსი, დაეგმო პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი
ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს ფუძემდებლურ ევროპულ ღირებულებებს და უარი თქვას ძალადობის, როგორც პოლიტიკური მიზნების მიღწევის იარაღის წახალისებაზე
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ლუქსემბურგში გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომა ბრიუსელისთვის იყო კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შანსი, დაეგმო 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი, ამის ნაცვლად ევროპელმა ჩინოვნიკებმა კვლავ განახორციელეს უსაფუძვლო თავდასხმები ქართველ ხალხზე, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
სხდომის დაწყებამდე გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს საგანგაშო უწოდა და ქვეყნის ხელისუფლება ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მან ასევე მოუწოდა ხელისუფლებას, მოუსმინონ ხალხს, აწარმოონ დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან და გაითვალისწინოს მოქალაქეების მისწრაფება - გახდნენ ევროპის ნაწილი.
„გუშინ, ლუქსემბურგში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო იყო კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შანსი, ევროკომისრებს და მინისტრებს დაეგმოთ 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი. ნაცვლად ამისა, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ცრუ ნარატივებით თავდასხმა ქართველ ხალხზე", - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
მოძალადეებისთვის ხელის დაფარება ძალადობის გამართლებაა, ძალადობის გამართლება კი შემდგომი ძალადობის წახალისებას ნიშნავს, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
„ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს ფუძემდებლურ ევროპულ ღირებულებებს და უარი თქვას ძალადობის, როგორც პოლიტიკური მიზნების მიღწევის იარაღის წახალისებაზე", - დაწერა სპიკერმა.
4 ოქტომბრის საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" გამოაცხადეს.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. შეტაკებისას 25-მდე პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
პოლიციამ აქციის 60-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის, ხუთი ორგანიზატორი დააკავა,: პაატა ბურჭულაძე, მურთაზა ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.
გამოძიება სსკ-ის ოთხი - 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებას, მასობრივი არეულობის ორგანიზებას, სხვისი საკუთრების დაზიანებასა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდებას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.