საქართველოში დიდი ოდენობით „კოკაინი“ შემოჰქონდა: დაკავებულია 1 პირი

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2025
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის 30 წლის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.
სამართალდამცველებმა „სარფის" საბაჟო-გამშვებ პუნქტში ბრალდებულის შემოწმების შედეგად სამ შეკვრად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. უწყების ცნობით, მას ნარკოტიკული საშუალება სხეულზე მალულად ჰქონდა განთავსებული.
გამოძიება სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0