https://sputnik-georgia.com/20251021/moskovi-pestivals-rusetisa-da-dst-xalxebi-gaimarteba-295466250.html
მოსკოვი პირველად უმასპინძლებს მასშტაბურ ფესტივალს „რუსეთისა და დსთ-ის ხალხები“
მოსკოვი პირველად უმასპინძლებს მასშტაბურ ფესტივალს „რუსეთისა და დსთ-ის ხალხები“
Sputnik საქართველო
ფესტივალი გაიმართება „ეროვნული ერთობის დღემდე", რომელიც რუსეთში 4 ნოემბერს აღინიშნება. 21.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-21T22:00+0400
2025-10-21T22:00+0400
2025-10-21T22:00+0400
რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
დსთ
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/15/295463368_0:202:2921:1845_1920x0_80_0_0_19af0aa8a4dcba465d608c0d1a4e3c78.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. მოსკოვში პირველად გაიმართება მასშტაბური საერთაშორისო ფესტივალი „რუსეთისა და დსთ-ის ხალხები“, რომელიც 31 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება, იუწყება რუსეთის უშიშროების საბჭოს აპარატის პრეს-სამსახური.ფესტივალი ჩატარდება „ეროვნული ერთობის დღის" წინა პერიოდში, რომელიც რუსეთში 4 ნოემბერს აღინიშნება. ღონისძიებები სამ ლოკაციაზე გაიმართება - საერთაშორისო სავაჭრო ცენტრში, Москино-ს კინოპარკში და ლუჟნიკებზე მდებარე ეროვნულ ცენტრ Россия-ში. დაგეგმილია საქმიანი, საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამები.ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ დაესწრონ გამოფენებსა და მასტერ-კლასებს, რომლებიც მიძღვნილი იქნება რუსეთის ისტორიული, კულტურული და ბუნებრივი მრავალფეროვნების სხვადასხვა მიმართულებით. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება კინოჩვენებები, კონცერტები, ფოტოგამოფენები, ლექციები და თემატური დისკუსიები.რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს აპარატის, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით ფესტივალის ორგანიზატორია ეროვნული საკითხების ფედერალური სააგენტო, რუსეთის კულტურის სამინისტროს, „როსსოტრუდნიჩესტვას“, მოსკოვის მთავრობის, რუსული საზოგადოება „ზნანიე“-ს, რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების და სხვა ორგანიზაციების მონაწილეობით.ფესტივალის პროგრამაფესტივალი დაიწყება 31 ოქტომბერს პლენარული სხდომით, რომელსაც რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ გახსნის.ფესტივალის საქმიანი პროგრამა გაგრძელდება VI სრულიად რუსეთის ფორუმით „რუსეთის ხალხები“. ფორუმის ოთხი სექცია მიეძღვნება ტრადიციულ სულიერ და ზნეობრივ ღირებულებებს, დესტრუქციული იდეების მიმართ ინფორმაციული წინააღმდეგობის თანამედროვე საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია ეროვნებათშორისო ურთიერთობებთან, უცხოელი მოქალაქეების ადაპტაციის ხელშეწყობას და რუსეთისა და დსთ-ს ხალხთა ისტორიული მეხსიერების დაცვას.საქმიანი პროგრამის ფარგლებში, ასევე ჩატარდება სემინარი-თათბირი და სტრატეგიული სესია სახელმწიფო ეროვნული პოლიტიკის განხორციელების საკითხებზე — რუსეთის ფედერაციის სუბიექტების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ხელმძღვანელებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ეროვნული პოლიტიკის რეალიზაციაზე.ფესტივალის მონაწილეები 1-ელ ნოემბერს შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ საიუბილეო, მეხუთე საგანმანათლებლო აქციაში „დიდი ეთნოგრაფიული კარნახი“. მიმდინარე წელს, რომელიც სამშობლოს დამცველის წლადაა გამოცხადებული, პირველად საკუთარი კითხვები კარნახისათვის სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებმა მოამზადეს.„დიდი ეთნოგრაფიული კარნახის “ ღონისძიებები ყველა კონტინენტზე გაიმართება, მათ შორის ანტარქტიდაზე და საზღვარგარეთ - 40 ქვეყნის 50-ზე მეტ მოედანზე.ფესტივალის საქმიანი პროგრამა 2 ნოემბერს გაგრძელდება კინოპარკ Москино-ს მოედანზე. მას გახსნის პლენარული სესია თემაზე — „კინოს როლი რუსეთისა და დსთ-ს ხალხთა საერთო კულტურული სივრცის ფორმირებაში“. მოსალოდნელია დსთ-ის ექვსი ქვეყნის და რუსეთის 15-ზე მეტი რეგიონის წამყვანი კინომოღვაწეების მონაწილეობა, ასევე კინოინდუსტრიის განვითარების, საერთო მემკვიდრეობის, ერთობლივი პროექტებისა და პატრიოტული აღზრდის საკითხების განხილვა.პარალელურად კინოჩვენებებთან ჩატარდება სესიები, რომლებიც მიეძღვნება რუსეთის ეროვნულ სიმბოლოებს — ლექტორების მონაწილეობით რუსული საზოგადოება „ზნანიე“-დან, რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოებიდან, ასევე ცნობილ კულტურულ და შემოქმედებით მოღვაწეებთან და პოპულარულ ბლოგერებთან ერთად.გაიმართება ღონისძიებათა ციკლი „მედიასივრცე რუსეთსა და დსთ-ში“, რომელშიც მონაწილეობას წმიიღებენ ამყვანი მედიისა და ბლოგოსფეროს წარმომადგენლები. მრგვალი მაგიდა „მედიის ‘რბილი ძალა’ როგორც კულტურული კოდის პოპულარიზაციის ინსტრუმენტი“ შეეხება კულტურული დიპლომატიის თემას საერთაშორისო პროექტებში. დსთ-ს ქვეყნების კინოინდუსტრიის წარმომადგენლები ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნების გზებზე ისაუბრებენ.ფესტივალის კულტურული პროგრამის სავიზიტო ბარათი იქნება აქცია „რუსეთის თანამედროვე მუსიკალური რუკა“, რომელიც გაიმართება 4 ნოემბერს, სახალხო ერთობის დღეს, ეროვნულ ცენტრ „როსია“-ში.ფესტივალის ეგიდით 1-4 ნოემბერს ქვეყნის ყველა რეგიონში რუსული საზოგადოება „ზნანიე“ გამართავს 300-ზე მეტ ღია ლექციას თემაზე — „ერთიანობის ძალა: როგორ აყალიბებს რუსეთის ხალხთა მრავალფეროვნება ძლიერ საზოგადოებას“, რომელთაც დაესწრება ყველა მსურველი.ასევე ეროვნულ ცენტრ „როსია“-ში ხელმისაწვდომი იქნება ფესტივალის საგამოფენო პროგრამა, რომელშიც შევა ფოტოკონკურსის „Знание. Россия — Народы России“ გამარჯვებულთა ფოტოგამოფენა, რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების გამოფენები „ყველაზე ლამაზი ქვეყანა“ და „რუსეთის ხალხები“, ინტერაქტიული ექსპოზიცია „მოგზაურობა რუსეთში“ და ვირტუალური რეალობის კინოთეატრი, რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების მონაწილეობით.ფესტივალის დასკვნით დღეს — 5 ნოემბერს, ეროვნულ ცენტრ „როსია“-ში, დსთ-ს წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების საბჭოთა მდივნების XIII შეხვედრის ფარგლებში, ღონისძიების შედეგებს შეაჯამებენ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/15/295463368_96:0:2825:2047_1920x0_80_0_0_340edb410907f6b68df29f9489886eb5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები, დსთ , საზოგადოება, ახალი ამბები
რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები, დსთ , საზოგადოება, ახალი ამბები
მოსკოვი პირველად უმასპინძლებს მასშტაბურ ფესტივალს „რუსეთისა და დსთ-ის ხალხები“
ფესტივალი გაიმართება „ეროვნული ერთობის დღემდე", რომელიც რუსეთში 4 ნოემბერს აღინიშნება.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. მოსკოვში პირველად გაიმართება მასშტაბური საერთაშორისო ფესტივალი „რუსეთისა და დსთ-ის ხალხები“, რომელიც 31 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება, იუწყება რუსეთის უშიშროების საბჭოს აპარატის პრეს-სამსახური.
ფესტივალი ჩატარდება „ეროვნული ერთობის დღის" წინა პერიოდში, რომელიც რუსეთში 4 ნოემბერს აღინიშნება. ღონისძიებები სამ ლოკაციაზე გაიმართება - საერთაშორისო სავაჭრო ცენტრში, Москино-ს კინოპარკში და ლუჟნიკებზე მდებარე ეროვნულ ცენტრ Россия-ში. დაგეგმილია საქმიანი, საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამები.
ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ დაესწრონ გამოფენებსა და მასტერ-კლასებს, რომლებიც მიძღვნილი იქნება რუსეთის ისტორიული, კულტურული და ბუნებრივი მრავალფეროვნების სხვადასხვა მიმართულებით. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება კინოჩვენებები, კონცერტები, ფოტოგამოფენები, ლექციები და თემატური დისკუსიები.
რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს აპარატის, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით ფესტივალის ორგანიზატორია ეროვნული საკითხების ფედერალური სააგენტო, რუსეთის კულტურის სამინისტროს, „როსსოტრუდნიჩესტვას“, მოსკოვის მთავრობის, რუსული საზოგადოება „ზნანიე“-ს, რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების და სხვა ორგანიზაციების მონაწილეობით.
ფესტივალი დაიწყება 31 ოქტომბერს პლენარული სხდომით, რომელსაც რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ გახსნის.
ფესტივალის საქმიანი პროგრამა გაგრძელდება VI სრულიად რუსეთის ფორუმით „რუსეთის ხალხები“. ფორუმის ოთხი სექცია მიეძღვნება ტრადიციულ სულიერ და ზნეობრივ ღირებულებებს, დესტრუქციული იდეების მიმართ ინფორმაციული წინააღმდეგობის თანამედროვე საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია ეროვნებათშორისო ურთიერთობებთან, უცხოელი მოქალაქეების ადაპტაციის ხელშეწყობას და რუსეთისა და დსთ-ს ხალხთა ისტორიული მეხსიერების დაცვას.
საქმიანი პროგრამის ფარგლებში, ასევე ჩატარდება სემინარი-თათბირი და სტრატეგიული სესია სახელმწიფო ეროვნული პოლიტიკის განხორციელების საკითხებზე — რუსეთის ფედერაციის სუბიექტების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ხელმძღვანელებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ეროვნული პოლიტიკის რეალიზაციაზე.
ფესტივალის მონაწილეები 1-ელ ნოემბერს შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ საიუბილეო, მეხუთე საგანმანათლებლო აქციაში „დიდი ეთნოგრაფიული კარნახი“. მიმდინარე წელს, რომელიც სამშობლოს დამცველის წლადაა გამოცხადებული, პირველად საკუთარი კითხვები კარნახისათვის სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებმა მოამზადეს.
„დიდი ეთნოგრაფიული კარნახის “ ღონისძიებები ყველა კონტინენტზე გაიმართება, მათ შორის ანტარქტიდაზე და საზღვარგარეთ - 40 ქვეყნის 50-ზე მეტ მოედანზე.
ფესტივალის საქმიანი პროგრამა 2 ნოემბერს გაგრძელდება კინოპარკ Москино-ს მოედანზე. მას გახსნის პლენარული სესია თემაზე — „კინოს როლი რუსეთისა და დსთ-ს ხალხთა საერთო კულტურული სივრცის ფორმირებაში“. მოსალოდნელია დსთ-ის ექვსი ქვეყნის და რუსეთის 15-ზე მეტი რეგიონის წამყვანი კინომოღვაწეების მონაწილეობა, ასევე კინოინდუსტრიის განვითარების, საერთო მემკვიდრეობის, ერთობლივი პროექტებისა და პატრიოტული აღზრდის საკითხების განხილვა.
პარალელურად კინოჩვენებებთან ჩატარდება სესიები, რომლებიც მიეძღვნება რუსეთის ეროვნულ სიმბოლოებს — ლექტორების მონაწილეობით რუსული საზოგადოება „ზნანიე“-დან, რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოებიდან, ასევე ცნობილ კულტურულ და შემოქმედებით მოღვაწეებთან და პოპულარულ ბლოგერებთან ერთად.
გაიმართება ღონისძიებათა ციკლი „მედიასივრცე რუსეთსა და დსთ-ში“, რომელშიც მონაწილეობას წმიიღებენ ამყვანი მედიისა და ბლოგოსფეროს წარმომადგენლები. მრგვალი მაგიდა „მედიის ‘რბილი ძალა’ როგორც კულტურული კოდის პოპულარიზაციის ინსტრუმენტი“ შეეხება კულტურული დიპლომატიის თემას საერთაშორისო პროექტებში. დსთ-ს ქვეყნების კინოინდუსტრიის წარმომადგენლები ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნების გზებზე ისაუბრებენ.
ფესტივალის კულტურული პროგრამის სავიზიტო ბარათი იქნება აქცია „რუსეთის თანამედროვე მუსიკალური რუკა“, რომელიც გაიმართება 4 ნოემბერს, სახალხო ერთობის დღეს, ეროვნულ ცენტრ „როსია“-ში.
ფესტივალის ეგიდით 1-4 ნოემბერს ქვეყნის ყველა რეგიონში რუსული საზოგადოება „ზნანიე“ გამართავს 300-ზე მეტ ღია ლექციას თემაზე — „ერთიანობის ძალა: როგორ აყალიბებს რუსეთის ხალხთა მრავალფეროვნება ძლიერ საზოგადოებას“, რომელთაც დაესწრება ყველა მსურველი.
ასევე ეროვნულ ცენტრ „როსია“-ში ხელმისაწვდომი იქნება ფესტივალის საგამოფენო პროგრამა, რომელშიც შევა ფოტოკონკურსის „Знание. Россия — Народы России“ გამარჯვებულთა ფოტოგამოფენა, რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების გამოფენები „ყველაზე ლამაზი ქვეყანა“ და „რუსეთის ხალხები“, ინტერაქტიული ექსპოზიცია „მოგზაურობა რუსეთში“ და ვირტუალური რეალობის კინოთეატრი, რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების მონაწილეობით.
ფესტივალის დასკვნით დღეს — 5 ნოემბერს, ეროვნულ ცენტრ „როსია“-ში, დსთ-ს წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების საბჭოთა მდივნების XIII შეხვედრის ფარგლებში, ღონისძიების შედეგებს შეაჯამებენ.