https://sputnik-georgia.com/20251021/gaxaria-saqartvelostvis-umagles-sabchoshi-shedian-295465704.html
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები აჭარის უმაღლეს საბჭოშიც შედიან
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები აჭარის უმაღლეს საბჭოშიც შედიან
Sputnik საქართველო
ექს-პრემიერის პარტიამ აჭარაში 2024 წლის არჩევნებზე 2 ადგილი მოიპოვა - შესაბამისად, უმაღლეს საბჭოში ამდენივე რაოდენობის დეპუტატი დაიკავებს ადგილს. 21.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-21T15:55+0400
2025-10-21T15:55+0400
2025-10-21T15:55+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
აჭარა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/10/250358363_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_109018b83cf7254c34049517e6b22e08.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები ბოიკოტის რეჟიმს წყვეტენ და რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას იწყებენ. ამის შესახებ პარტიის ბათუმის ორგანიზაციის წევრმა ჯემალ ანანიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.გუშინ, 20 ოქტომბერს ოპოზიციურმა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის" ბოიკოტის დასრულებისა და საქართველოს პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ექს-პრემიერის პარტიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 12 ადგილი მოიპოვა - შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში ამდენივე რაოდენობის დეპუტატი დაიკავებს ადგილს.რაც შეეხება აჭარის უმაღლეს საბჭოს, აქ დეპუტატის ადგილს პარტიის ორი წევრი - ნინო ჩხეტია და არჩილ სამნიძე დაიკავებენ.ანანიძის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ორგანოდან მოსახლეობის ხმა ისმოდეს. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის პოლიტიკური პროცესებიდან გაქრობამ ხალხი დატოვა დაუცველი რეჟიმის პირისპირ, რომელიც „თავისი სახელისუფლებო ძალაუფლების შესანარჩუნებლად არ ერიდება განსხვავებული აზრის დევნას, კრიტიკული აზრის გამომხატველთა დაპატიმრებებს, ყველა განსხვავებული აზრის მქონე პირთა ქვეყნის წინაშე დამნაშავეებად გამოცხადებას და დასჯას“. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, რომელიც 2024 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად გაიმართა, 5%-იანი ბარიერი გადალახა ხუთმა პოლიტიკურმა ძალამ: „ქართული ოცნება“ (13 მანდატი); „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ (4); „საქართველოსთვის“ (2); „კოალიცია ცვლილებისთვის“ (1) და „ძლიერი საქართველო“ (1). პარტიის ლიდერი გიორგი გახარია 2025 წლის ივნისიდან გერმანიაში იმყოფება - მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკოსმა ბინადრობის უფლება მიიღო.გახარიამ ქვეყანა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრების ფონზე დატოვა, რომლებმაც უარი განაცხადეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე. რაც შეეხება გახარიას, ის კომისიის წინაშე ორჯერ წარდგა - მეორედ ივლისის დასაწყისში, საზღვარგარეთ ყოფნისას.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/10/250358363_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_4c16916bd8917ac2004b3f9dd748958e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, აჭარა , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, აჭარა , ახალი ამბები
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები აჭარის უმაღლეს საბჭოშიც შედიან
ექს-პრემიერის პარტიამ აჭარაში 2024 წლის არჩევნებზე 2 ადგილი მოიპოვა - შესაბამისად, უმაღლეს საბჭოში ამდენივე რაოდენობის დეპუტატი დაიკავებს ადგილს.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები ბოიკოტის რეჟიმს წყვეტენ და რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას იწყებენ. ამის შესახებ პარტიის ბათუმის ორგანიზაციის წევრმა ჯემალ ანანიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გუშინ, 20 ოქტომბერს ოპოზიციურმა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის" ბოიკოტის დასრულებისა და საქართველოს პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ექს-პრემიერის პარტიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 12 ადგილი მოიპოვა - შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში ამდენივე რაოდენობის დეპუტატი დაიკავებს ადგილს.
რაც შეეხება აჭარის უმაღლეს საბჭოს, აქ დეპუტატის ადგილს პარტიის ორი წევრი - ნინო ჩხეტია და არჩილ სამნიძე დაიკავებენ.
ანანიძის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ორგანოდან მოსახლეობის ხმა ისმოდეს.
„26 ოქტომბრის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემდეგ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ერთხმად მიიღო პარლამენტის და პარალელურად, უმაღლესი საბჭოს ბოიკოტის გადაწყვეტილება, თუმცა, დღევანდელმა რეალობამ მკაფიოდ აჩვენა, რომ ერთი წლის წინ პოლიტიკური პროტესტის არჩეულმა ფორმამ არათუ შეაჩერა და დაასუსტა ქართული ოცნების ხელისუფლება, არამედ გააძლიერა იგი, რითაც უმოკლეს დროში „ოცნება“ გადაიქცა თავისვე ქვეყნის პროგრესის უპირველეს შემაფერხებელ შიდა ბოროტ ძალად“, - განაცხადა ანანიძემ.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის პოლიტიკური პროცესებიდან გაქრობამ ხალხი დატოვა დაუცველი რეჟიმის პირისპირ, რომელიც „თავისი სახელისუფლებო ძალაუფლების შესანარჩუნებლად არ ერიდება განსხვავებული აზრის დევნას, კრიტიკული აზრის გამომხატველთა დაპატიმრებებს, ყველა განსხვავებული აზრის მქონე პირთა ქვეყნის წინაშე დამნაშავეებად გამოცხადებას და დასჯას“.
„სწორედ ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანია საკანონმდებლო ორგანოებიდან ბრძოლა განსხვავებული, ჯანსაღი და პროგრესული აზრის გადარჩენისთვის. 4 ოქტომბრის შემდგომ შექმნილმა ვითარებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს ტრიბუნის არ გამოყენება, განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, - აღნიშნა ანანიძემ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, რომელიც 2024 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად გაიმართა, 5%-იანი ბარიერი გადალახა ხუთმა პოლიტიკურმა ძალამ: „ქართული ოცნება“ (13 მანდატი); „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ (4); „საქართველოსთვის“ (2); „კოალიცია ცვლილებისთვის“ (1) და „ძლიერი საქართველო“ (1).
პარტიის ლიდერი გიორგი გახარია 2025 წლის ივნისიდან გერმანიაში იმყოფება - მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკოსმა ბინადრობის უფლება მიიღო.
გახარიამ ქვეყანა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრების ფონზე დატოვა, რომლებმაც უარი განაცხადეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე. რაც შეეხება გახარიას, ის კომისიის წინაშე ორჯერ წარდგა - მეორედ ივლისის დასაწყისში, საზღვარგარეთ ყოფნისას.