https://sputnik-georgia.com/20251021/bochorishvili-germaniis-elchis-qmedebebma-urtiertobebi-gaamwvava-295471459.html
ბოჭორიშვილი: გერმანიის ელჩის ქმედებებმა ორმხრივი ურთიერთობები გაამწვავა
ბოჭორიშვილი: გერმანიის ელჩის ქმედებებმა ორმხრივი ურთიერთობები გაამწვავა
Sputnik საქართველო
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის ელჩის გაწვევა ქვეყანაზე უპრეცედენტო ზეწოლის ფონზე მოხდა. 21.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-21T21:29+0400
2025-10-21T21:29+0400
2025-10-21T21:29+0400
საქართველო
გერმანია
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593380_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_56fecd9f72431d366ff171f6afe0e99a.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. დიპლომატის მთავარი ამოცანა ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობაა, თუმცა საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა თბილისსა და ბერლინს შორის ურთიერთობები მხოლოდ გაამწვავა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.19 ოქტომბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის დაიბარა, ხოლო პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვებით მიმართა.მისი თქმით, დიპლომატის მთავარი ფუნქცია და ელჩის უპირველესი პასუხისმგებლობაა, იპოვოს კომუნიკაციის გამარტივების გზები ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი.„როდესაც დიპლომატი განზრახ აუარესებს ურთიერთობებს, განსაკუთრებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც ისინი ისედაც არასასურველ მდგომარეობაშია, შედეგებთან გამკლავება კიდევ უფრო რთულდება“, - დასძინა მან.მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის ელჩის გაწვევა ქვეყანაზე უპრეცედენტო ზეწოლის ფონზე მოხდა. მისი თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე გერმანიასთან ურთიერთობების ასეთი გაუარესება, რაც ამ კონკრეტული ელჩის მოღვაწეობის დროს მოხდა, აქამდე არასდროს ყოფილა.პეტერ ფიშერი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას 2022 წლის აგვისტოდან იკავებს.საქართველოს ხელისუფლებამ, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, არაერთხელ დაადანაშაულა გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ქვეყანაში რევოლუციური პროცესების მხარდაჭერასა და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში.საქართველო და გერმანიაჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება.გერმანიის მმართველი პარტიების დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნიეს.2024 წლის დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ განახორციელებდა ახალ პროექტებს და არ დადებდა სასესხო ხელშეკრულებებს საქართველოსთან.გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროევროპული პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ გერმანიამ საქართველოსთან 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა.2024 წლის 31 დეკემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე", ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა.მიმდინარე წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი აკრძალვები დააწესა იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები".გერმანიამ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. სწორედ ამ წელს გაიხსნა გერმანიის საელჩო საქართველოში. მას შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურისა და განათლების და სხვა მრავალ სფეროში.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593380_58:0:1197:854_1920x0_80_0_0_8354d8c596fa4ac6051c215f14df6c48.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გერმანია , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, გერმანია , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
ბოჭორიშვილი: გერმანიის ელჩის ქმედებებმა ორმხრივი ურთიერთობები გაამწვავა
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის ელჩის გაწვევა ქვეყანაზე უპრეცედენტო ზეწოლის ფონზე მოხდა.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. დიპლომატის მთავარი ამოცანა ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობაა, თუმცა საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა თბილისსა და ბერლინს შორის ურთიერთობები მხოლოდ გაამწვავა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
19 ოქტომბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის დაიბარა, ხოლო პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვებით მიმართა.
„ელჩის პირველი ფუნქცია ქვეყანაში არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ხელშეწყობა... ამ შემთხვევაში ჩვენ გვქონდა რეალობა, რომ კონკრეტულმა ელჩმა, იმის ნაცვლად, რომ შეემსუბუქებინა ურთიერთობები, პირიქით, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები გართულებულიყო", - განაცხადა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, დიპლომატის მთავარი ფუნქცია და ელჩის უპირველესი პასუხისმგებლობაა, იპოვოს კომუნიკაციის გამარტივების გზები ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი.
„როდესაც დიპლომატი განზრახ აუარესებს ურთიერთობებს, განსაკუთრებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც ისინი ისედაც არასასურველ მდგომარეობაშია, შედეგებთან გამკლავება კიდევ უფრო რთულდება“, - დასძინა მან.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის ელჩის გაწვევა ქვეყანაზე უპრეცედენტო ზეწოლის ფონზე მოხდა. მისი თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე გერმანიასთან ურთიერთობების ასეთი გაუარესება, რაც ამ კონკრეტული ელჩის მოღვაწეობის დროს მოხდა, აქამდე არასდროს ყოფილა.
„ესეც უპრეცედენტო იყო, თუ რა დონეზე დავიყვანეთ ამ კონკრეტული ელჩის ელჩობის პერიოდში საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობები. ესეც უპრეცედენტო და ძალიან სამწუხაროა ჩვენთვის.“, - დასძინა ბოჭორიშვილმა.
პეტერ ფიშერი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას 2022 წლის აგვისტოდან იკავებს.
საქართველოს ხელისუფლებამ, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, არაერთხელ დაადანაშაულა გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ქვეყანაში რევოლუციური პროცესების მხარდაჭერასა და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში.
ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება.
გერმანიის მმართველი პარტიების დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნიეს.
2024 წლის დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ განახორციელებდა ახალ პროექტებს და არ დადებდა სასესხო ხელშეკრულებებს საქართველოსთან.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროევროპული პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ გერმანიამ საქართველოსთან 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა.
2024 წლის 31 დეკემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე", ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა.
მიმდინარე წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი აკრძალვები დააწესა იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები".
გერმანიამ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. სწორედ ამ წელს გაიხსნა გერმანიის საელჩო საქართველოში. მას შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურისა და განათლების და სხვა მრავალ სფეროში.