რუსთავში მამაკაცი ჯერ სცემეს, შემდეგ ცივი იარაღით დაჭრეს: დაკავებულია 2 პირი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2025
გამოწერა
დანაშაული 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა რუსთავში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 2 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება 34 და 48 წლის მამაკაცებს განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ძალადობას ედავება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთავში ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას 49 წლის მამაკაცს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა მუცლისა და ფეხის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაშავებული შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.
გამოძიება სსკ-ის 19-108-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0