აჭარაში რუსი ნარკორეალიზატორი დააკავეს: ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2025
გამოწერა
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 42 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელბულ განცხადებაში.
დაკავებულს საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას შემდგომი რეალიზაციის მიზნით დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, კერძოდ: წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0