https://sputnik-georgia.com/20251019/policiam-erti-piri-daakava-295438447.html
განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 19.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-19T11:20+0400
2025-10-19T11:20+0400
2025-10-19T11:20+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 19 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 27 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. მას ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა და ძალადობა. შემთხვევა მიმდინარე წლის 22 აგვისტოს თბილისში მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 37 წლის პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებულზე 2025 წლის 22 სექტემბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ძებნა გამოცხადდა. დაკავებული ამ დროისთვის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 19 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 27 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. მას ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა და ძალადობა.
შემთხვევა მიმდინარე წლის 22 აგვისტოს თბილისში მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 37 წლის პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ბრალდებულზე 2025 წლის 22 სექტემბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ძებნა გამოცხადდა.
დაკავებული ამ დროისთვის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.