https://sputnik-georgia.com/20251019/germaniam-peter-pisheri-konsultaciebistvis-gaiwvia-295439839.html
გერმანიამ ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოდან კონსულტაციებისთვის გაიწვია
გერმანიამ ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოდან კონსულტაციებისთვის გაიწვია
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა გერმანიის ელჩი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში. 19.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-19T15:00+0400
2025-10-19T15:00+0400
2025-10-19T15:00+0400
საქართველო
გერმანია
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/0c/294904142_0:85:1698:1040_1920x0_80_0_0_31ea90d1e7ff5fd8ad1e52354949b02b.png
თბილისი, 19 ოქტომბერი - Sputnik. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევა გადაწყვიტა, რათა განისაზღვროს, როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. საქართველოს ხელისუფლებამ, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, არაერთხელ დაადანაშაულა გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ქვეყანაში რევოლუციური პროცესების მხარდაჭერასა და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში. უწყების ცნობით, ხვალ, 20 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს. 24 სექტემბერს გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. შეხვედრაზე ელჩს განემარტა, რომ „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში. თავის მხრივ, დაბარების შემდეგ ფიშერმა დაწერა სოციალურ ქსელში, რომ გერმანია-საქართველოს ურთიერთობებში ახალ დაბალ წერტილზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობასა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს ეკისრებათ. ოქტომბრის დასაწყისში გერმანიაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულს გადაეცა მოწოდება, შეწყდეს საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ თავდასხმები. საქართველო და გერმანია ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება. გერმანიის მმართველი პარტიების დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნიეს. 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ განახორციელებდა ახალ პროექტებს და არ დადებდა სასესხო ხელშეკრულებებს საქართველოსთან. გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროევროპული პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ გერმანიამ საქართველოსთან 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა. 2024 წლის 31 დეკემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე", ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა. მიმდინარე წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი აკრძალვები დააწესა იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები". გერმანიამ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. სწორედ ამ წელს გაიხსნა გერმანიის საელჩო საქართველოში. მას შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურისა და განათლების და სხვა მრავალ სფეროში.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/0c/294904142_100:0:1599:1124_1920x0_80_0_0_05cddcb08b5bf58501d38bf3067783ce.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გერმანია , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, გერმანია , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
გერმანიამ ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოდან კონსულტაციებისთვის გაიწვია
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა გერმანიის ელჩი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში.
თბილისი, 19 ოქტომბერი - Sputnik. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევა გადაწყვიტა, რათა განისაზღვროს, როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
საქართველოს ხელისუფლებამ, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, არაერთხელ დაადანაშაულა გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ქვეყანაში რევოლუციური პროცესების მხარდაჭერასა და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში.
„რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება აწარმოებდა კამპანიას ევროკავშირისა და პირადად გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის წინააღმდეგ. ამიტომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, ელჩი ფიშერი გაიწვიოს კონსულტაციებისთვის შემდგომი ნაბიჯების განსახილველად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ხვალ, 20 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს.
24 სექტემბერს გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. შეხვედრაზე ელჩს განემარტა, რომ „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.
თავის მხრივ, დაბარების შემდეგ ფიშერმა დაწერა სოციალურ ქსელში, რომ გერმანია-საქართველოს ურთიერთობებში ახალ დაბალ წერტილზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობასა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს ეკისრებათ.
ოქტომბრის დასაწყისში გერმანიაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულს გადაეცა მოწოდება, შეწყდეს საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ თავდასხმები.
ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება.
გერმანიის მმართველი პარტიების დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნიეს.
2024 წლის დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ განახორციელებდა ახალ პროექტებს და არ დადებდა სასესხო ხელშეკრულებებს საქართველოსთან.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროევროპული პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ გერმანიამ საქართველოსთან 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა.
2024 წლის 31 დეკემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე", ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა.
მიმდინარე წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი აკრძალვები დააწესა იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები".
გერმანიამ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. სწორედ ამ წელს გაიხსნა გერმანიის საელჩო საქართველოში. მას შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურისა და განათლების და სხვა მრავალ სფეროში.