https://sputnik-georgia.com/20251018/cxreka-eqs-premieris-da-yofili-maralcinosnebis-saxlebsi-daakaves-tu-ara-isini-295423106.html
ჩხრეკა ექს-პრემიერის და ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში: დააკავეს თუ არა ისინი
ჩხრეკა ექს-პრემიერის და ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში: დააკავეს თუ არა ისინი
Sputnik საქართველო
17 ოქტომბერს ჩატარდა 11 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები, განაცხადა გენერალურმა პროკურორმა 18.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-18T00:31+0400
2025-10-18T00:31+0400
2025-10-18T00:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_2d914442f43ebdfc2b12ab970f4eb5f8.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. რვა პირიდან, რომელთა საცხოვრებელ სახლებშიც ჩხრეკა ჩატარდა, დაკავებული არავინ არის, იუწყება „პირველი არხი“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით.დღეს ცნობილი გახდა, რომ დილიდან ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული რვა პირის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობდა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.სუსის ცნობით, ისინი ამოღებული ნივთების შესწავლის შემდეგ გამოიკითხებიან, თუმცა დაკითხვა დღეს არ იგეგმება.გენპროკურორის ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.სუს-ის ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 17 ოქტომბერს დილის 10:00 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად, 22 ლოკაციაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა. ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები, განაცხადა გვარაკიძემ.გვარაკიძის თქმით, ხსენებულ საქმეებზე აქტიურად ტარდება საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიულ სამძებრო ღონისიძიებები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_c1ef6e675a16df03c1b80e6efaa2c9b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
ჩხრეკა ექს-პრემიერის და ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში: დააკავეს თუ არა ისინი
17 ოქტომბერს ჩატარდა 11 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები, განაცხადა გენერალურმა პროკურორმა
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. რვა პირიდან, რომელთა საცხოვრებელ სახლებშიც ჩხრეკა ჩატარდა, დაკავებული არავინ არის, იუწყება „პირველი არხი“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით.
დღეს ცნობილი გახდა, რომ დილიდან ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული რვა პირის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობდა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.
სუსის ცნობით, ისინი ამოღებული ნივთების შესწავლის შემდეგ გამოიკითხებიან, თუმცა დაკითხვა დღეს არ იგეგმება.
„ამოღებული ელექტრომოწყობილობებისა და სხვა ნივთების, მათ შორის, მათი წარმომავლობის შესწავლის შემდეგ გამოიკითხებიან და სამართლებრივი შეფასებებიც მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი. დღეს არავინ იკითხება და არც არავინ არის დაკავებული“, – განაცხადეს სუს-ში.
გენპროკურორის ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.
სუს-ის ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 17 ოქტომბერს დილის 10:00 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად, 22 ლოკაციაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა. ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები, განაცხადა გვარაკიძემ.
გვარაკიძის თქმით, ხსენებულ საქმეებზე აქტიურად ტარდება საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიულ სამძებრო ღონისიძიებები.