https://sputnik-georgia.com/20251017/susma-yalbi-samedicino-mowmobis-damzadebistvis-sami-piri-daakava-295411736.html
სუსმა ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისთვის სამი პირი დააკავა
სუსმა ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისთვის სამი პირი დააკავა
Sputnik საქართველო
თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებმა და მათმა დამხმარე პირებმა თანხების სანაცვლოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ... 17.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-17T12:48+0400
2025-10-17T12:48+0400
2025-10-17T12:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
ჯანდაცვა საქართველოში
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_2d914442f43ebdfc2b12ab970f4eb5f8.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა, განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე. მისი თქმით, გამოძიებით დადგენილია, რომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებმა და მათმა დამხმარე პირებმა კონკრეტული თანხების მიღების სანაცვლოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი სამედიცინო დოკუმენტაცია დაამზადეს, რის საფუძველზეც ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი მიენიჭათ. გაგნიძის თქმით, არსებობს არც თუ იშვიათი შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების მხრიდან ყალბი სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემას, რაც გარდა სახელმწიფოსა და საზოგადოების ზოგადი ანტიკორუფციული ინტერესებისა, უდიდეს ზიანს აყენებს ძალიან ბევრი ღირსეული და პროფესიონალი მედიკოსის იმიჯს. „მოვუწოდებთ სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს თუ იმ ადამიანებს, ვისაც მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილი აქვთ - ნუ დაუშვებენ მსგავსი უკანონო ქმედების ჩადენას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კორუფციული დანაშაულების მიმართ იქნება განსაკუთრებით შეურიგებელი", - განაცხადა გაგნიძემ საქმის დეტალები პირველ შემთხვევაში, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა მოქალაქეს 3000 ლარის სანაცვლოდ, გადასცა შშმ პირის ყალბი მოწმობა, რომლის საფუძველი იყო ბრონქული ასთმის დიაგნოზი - ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევებისა და კომისიის გავლის გარეშე. მეორე შემთხვევაში, ბათუმში, ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექიმებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირმა 9500 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეს გადასცა ყალბი ცნობა, რომლის საფუძველზეც მას მიენიჭა პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი იმ მოტივით, თითქოს მას ჰქონდა C ჰეპატიტით გამოწვეული ღვიძლის დაავადება. მესამე შემთხვევაში, ქუთაისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირმა 3200 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეს გადასცა ყალბი სამედიცინო ცნობა ეპილეფსიის დიაგნოზით. ამ შემთხვევაში მან აღნიშნული მოქალაქე მიიყვანა ნევროლოგთან კონსულტაციაზე, რომელმაც მოამზადა კომპიუტერული ენცეფალოგრაფიის ყალბი ცნობა გამოგონილი დიაგნოზით, რის შემდეგაც ამავე პირმა მოქალაქე წაიყვანა სხვა სამედიცინო კლინიკაში კონსულტაციაზე მეორე ექიმთან, რომელმაც თავის მხრივ დაამზადა ყალბი სამედიცინო ცნობა ეპილეფსიის დიაგნოზით. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 25, 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვას, კომერციულ მოსყიდვაში დახმარებას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენასა და გასაღებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_c1ef6e675a16df03c1b80e6efaa2c9b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, ჯანდაცვა საქართველოში, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, ჯანდაცვა საქართველოში, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
სუსმა ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისთვის სამი პირი დააკავა
თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებმა და მათმა დამხმარე პირებმა თანხების სანაცვლოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი სამედიცინო დოკუმენტაცია დაამზადეს.
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა, განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, გამოძიებით დადგენილია, რომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებმა და მათმა დამხმარე პირებმა კონკრეტული თანხების მიღების სანაცვლოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი სამედიცინო დოკუმენტაცია დაამზადეს, რის საფუძველზეც ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი მიენიჭათ.
„სამივე შემთხვევაში ქმედება მიმართული იყო სოციალური მომსახურების სააგენტოში ყალბი ცნობების წარდგენითა და შესაბამისად, შშმ პირის სტატუსის მინიჭებით, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული საპენსიო და სხვა შეღავათების მიღებისკენ", - განაცხადა ემზარ გაგნიძემ.
გაგნიძის თქმით, არსებობს არც თუ იშვიათი შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების მხრიდან ყალბი სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემას, რაც გარდა სახელმწიფოსა და საზოგადოების ზოგადი ანტიკორუფციული ინტერესებისა, უდიდეს ზიანს აყენებს ძალიან ბევრი ღირსეული და პროფესიონალი მედიკოსის იმიჯს.
„მოვუწოდებთ სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს თუ იმ ადამიანებს, ვისაც მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილი აქვთ - ნუ დაუშვებენ მსგავსი უკანონო ქმედების ჩადენას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კორუფციული დანაშაულების მიმართ იქნება განსაკუთრებით შეურიგებელი", - განაცხადა გაგნიძემ
პირველ შემთხვევაში, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა მოქალაქეს 3000 ლარის სანაცვლოდ, გადასცა შშმ პირის ყალბი მოწმობა, რომლის საფუძველი იყო ბრონქული ასთმის დიაგნოზი - ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევებისა და კომისიის გავლის გარეშე.
მეორე შემთხვევაში, ბათუმში, ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექიმებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირმა 9500 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეს გადასცა ყალბი ცნობა, რომლის საფუძველზეც მას მიენიჭა პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი იმ მოტივით, თითქოს მას ჰქონდა C ჰეპატიტით გამოწვეული ღვიძლის დაავადება.
მესამე შემთხვევაში, ქუთაისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირმა 3200 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეს გადასცა ყალბი სამედიცინო ცნობა ეპილეფსიის დიაგნოზით. ამ შემთხვევაში მან აღნიშნული მოქალაქე მიიყვანა ნევროლოგთან კონსულტაციაზე, რომელმაც მოამზადა კომპიუტერული ენცეფალოგრაფიის ყალბი ცნობა გამოგონილი დიაგნოზით, რის შემდეგაც ამავე პირმა მოქალაქე წაიყვანა სხვა სამედიცინო კლინიკაში კონსულტაციაზე მეორე ექიმთან, რომელმაც თავის მხრივ დაამზადა ყალბი სამედიცინო ცნობა ეპილეფსიის დიაგნოზით.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 25, 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვას, კომერციულ მოსყიდვაში დახმარებას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენასა და გასაღებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.