https://sputnik-georgia.com/20251017/saqartvelo-pekinsi-aramaterialuri-kulturuli-memkvidreobis-kvireulze-wardgeba-295413204.html
საქართველო პეკინში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვირეულზე წარდგება
საქართველო პეკინში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვირეულზე წარდგება
Sputnik საქართველო
ორგანიზატორების ცნობით, ჩინეთში დაგეგმილ კვირეულს ნახევარი მილიონი ვიზიტორი ეყოლება. 17.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-17T14:45+0400
2025-10-17T14:45+0400
2025-10-17T14:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
კულტურა საქართველოში
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
ჩინეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/13/276871955_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_429a4aa068cecb0c4efe663cb3136255.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო ჩინეთში 17–21 ოქტომბერს დაგეგმილ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვირეულში მიიღებს მონაწილეობას, ნათვქამიაკულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს ეროვნული პავილიონით იქნება წარმოდგენილი, სადაც გამოიფინება ქართული ტრადიციული სამოსი და სამკაული, ქსოვილები, ღვინის ჭურჭელი, თანამედროვე გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. რაც შეეხება კულტურულ პროგრამას, ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ქართველი ხელოვანების მასტერკლასები, გამოყენებითი ორნამენტისა და ანბანის თემატიკაზე. ასევე გაიმართება ანსამბლ "დიდგორის" ფოლკლორული მუსიკის კონცერტი სამინისტროს ცნობით, კვირეულს, რომლის მიზანიც ტრადიციული ხელოვნების პოპულარიზაციაა საერთაშორისო ასპარეზზე, 40-მდე ქვეყნიდან 300-მდე მონაწილე და 500.000 ვიზიტორი ეყოლება. საქართველოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 72 ობიექტს აქვს მინიჭებული. მათ შორის ქართულ პოლიფონიას, ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს, კახურ მრავალჟამიერს, ბერიკაობას, კახური ჩურჩხელის დამზადების ტექნოლოგიას, მესხურ ყველს, კუბდარის დამზადების ტრადიციულ მეთოდს და ა.შ. მათგან ექვსს ეროვნული კატეგორია აქვს განსაზღვრული, ესენია: ქვევრი, ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი; "დედაენა", "ქართული ანბანის სამი უძველესი სახეობის ცოცხალი კულტურა", "ქართული ჭიდაობა" და "ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობების ტრადიცია". UNESCO-ს კულტურული მემკვიდერობის წარმომადგენლობით ნუსხაში კი შესულია ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ხუთი ძეგლი: ქართული მრავალხმიანობა (2001 წ.), ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი (2013 წ.) , ქართული ანბანის 3 სახეობის ცოცხალი კულტურა (2016 წ.), ტრადიციული ქართული სუფრა (2017 წ.) და ახლა უკვე - ქართული ჭიდაობა (2018 წ.).
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/13/276871955_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_7cc7ea2883a977cd56f745622617e45c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კულტურა საქართველოში, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ჩინეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კულტურა საქართველოში, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ჩინეთი
საქართველო პეკინში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვირეულზე წარდგება
ორგანიზატორების ცნობით, ჩინეთში დაგეგმილ კვირეულს ნახევარი მილიონი ვიზიტორი ეყოლება.
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო ჩინეთში 17–21 ოქტომბერს დაგეგმილ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვირეულში მიიღებს მონაწილეობას, ნათვქამიაკულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ეროვნული პავილიონით იქნება წარმოდგენილი, სადაც გამოიფინება ქართული ტრადიციული სამოსი და სამკაული, ქსოვილები, ღვინის ჭურჭელი, თანამედროვე გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.
რაც შეეხება კულტურულ პროგრამას, ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ქართველი ხელოვანების მასტერკლასები, გამოყენებითი ორნამენტისა და ანბანის თემატიკაზე. ასევე გაიმართება ანსამბლ "დიდგორის" ფოლკლორული მუსიკის კონცერტი
სამინისტროს ცნობით, კვირეულს, რომლის მიზანიც ტრადიციული ხელოვნების პოპულარიზაციაა საერთაშორისო ასპარეზზე, 40-მდე ქვეყნიდან 300-მდე მონაწილე და 500.000 ვიზიტორი ეყოლება.
საქართველოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 72 ობიექტს აქვს მინიჭებული. მათ შორის ქართულ პოლიფონიას, ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს, კახურ მრავალჟამიერს, ბერიკაობას, კახური ჩურჩხელის დამზადების ტექნოლოგიას, მესხურ ყველს, კუბდარის დამზადების ტრადიციულ მეთოდს და ა.შ.
მათგან ექვსს ეროვნული კატეგორია აქვს განსაზღვრული, ესენია: ქვევრი, ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი; "დედაენა", "ქართული ანბანის სამი უძველესი სახეობის ცოცხალი კულტურა", "ქართული ჭიდაობა" და "ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობების ტრადიცია".
UNESCO-ს კულტურული მემკვიდერობის წარმომადგენლობით ნუსხაში კი შესულია ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ხუთი ძეგლი: ქართული მრავალხმიანობა (2001 წ.), ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი (2013 წ.) , ქართული ანბანის 3 სახეობის ცოცხალი კულტურა (2016 წ.), ტრადიციული ქართული სუფრა (2017 წ.) და ახლა უკვე - ქართული ჭიდაობა (2018 წ.).